ვალდებულებები

გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

Commitment: გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში
Commitment Description: საქართველო გამოირჩევა როგორც ღია მმართველობის პროცესში ხელისუფლების სამივე შტოს ჩართულობით, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური მონაწილეობით. ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში 13 მუნიციპალური ორგანო მონაწილეობს, მათგან 9 მუნიციპალურმა ორგანომ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის შემუშავების ვალდებულება აიღო, რომლის დახმარებით ჩამოყალიბდება კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის სახელმძღვანელო სტანდარტები.

საბიუჯეტო სახსრების გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად გამოყენება მუნიციპალიტეტების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, რიგი მუნიციპალიტეტებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომ მათ არ გააჩნიათ სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც აანალიზებს გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის პროცესში არსებულ გამოწვევებს/საფრთხეებს, ადგენს მათი გადაჭრის გზებს და განსაზღვრავს გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის არსებული სტანდარტების განმტკიცებისთვის განსახორციელებელ ქმედებებს. შესაბამისად, გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტანდარტების დანერგვა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დემოკრატიული მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას.
Outcome: გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია (2019-2022); შესაბამისი სამოქმედო გეგმა (2019-2020) და მონიტორინგის ჩარჩო შემუშავებული და დამტკიცებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ
Timeline: Start date - October 2018, End date - September 2019
OGP Thematic Areas: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ჩართულობა
SDG: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
Reporting Period: 2019, წლიური
Lead Agency: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია
Progress:
მიმდინარეობს done iconუმეტესწილად შესრულდა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტები შემუშავებულ იქნა გაეროს განვითარების პროგრამის UNDP პროექტთან  ,,დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ მჭიდრო თანამშრომლობით. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავდა:
  • მუნიციპალური სერვისების შეფასება და სიტუაციური ანალიზის დოკუმენტის შემუშავება
  • იდენტიფიცირებული სტრატეგიული პრიორიტეტების შეთანხმება და ვალიდაცია
  • სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ასევე მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩო დოკუმენტის სამუშაო ვერსიების მომზადება
  • სტრატეგიული დოკუმენტების საჯარო განხილვები და დამტკიცება.
მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგია შედგება ოთხი ნაწილისაგან:

1. სტრატეგიული დოკუმენტების მიზანი, ამოცანები, პრინციპები და შემუშავების პროცესი
2. სტრატეგიის პრიორიტეტები
3. დოკუმენტების მონიტორინგის მექანიზმი
4. სტრატეგიის იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა.

გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიების მთავარი მიზანია გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების ერთიანი პოლიტიკის შექმნა, მუნიციპალური მმართველობის ორგანოთა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდით საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ჩართულობა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ჩამოყალიბება.

გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის ამოცანებია:
  • მუნიციპალიტეტის სამსახურების კეთილსინდისიერების, ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპების განმტკიცება
  • გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების პროცესში სამოქალაქო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა
  • გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების თაობაზე საზოგადოებრივი ინფორმირებულობის გაზრდა
გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეფექტური პოლიტიკის შექმნის მიზნით, მუნიციპალიტეტში ჩატარებული მუნიციპალური სერვისების შეფასების კვლევის დოკუმენტის საფუძველზე გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:

1. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა
2. სოციალური პოლიტიკისა და პროგრამების განვითარება

Milestones:

1.1.1. გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის შესახებ სიტუაციური ანალიზის მომზადება

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის შესახებ სიტუაციური ანალიზი მომზადებულია
Timeline
Start
September 2018
End
December 2018
Partner Organization
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); პროექტი დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში (DGG); დონორი – დანიის მთავრობა
Lead Agency
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია
Outcome
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი მოიცავდა მუნიციპალური სერვისების შეფასებასა და სიტუაციური ანალიზის დოკუმენტის შემუშავებას
Rating
done iconსრულად შესრულდა

1.1.2. გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსიის მომზადება

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსია მომზადებულია
Timeline
Start
January 2019
End
March 2019
Partner Organization
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); პროექტი დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში (DGG); დონორი – დანიის მთავრობა;
Lead Agency
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია
Outcome
შემუშავდა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსიები.
Rating
done iconსრულად შესრულდა

1.1.3. გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი ვარიანტების საჯარო განხილვები

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
ჩატარებულია გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი ვარიანტების საჯარო განხილვები
Timeline
Start
January 2019
End
June 2019
Partner Organization
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); პროექტი დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში (DGG); დონორი – დანიის მთავრობა;
Lead Agency
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია
Outcome
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი მოიცავდა სტრატეგიული დოკუმენტების საჯარო განხილვებს
Rating
done iconსრულად შესრულდა

1.1.4. გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის (2019- 2022), სამოქმედო გეგმის (2019-2020) და მონიტორინგის ჩარჩოს დამტკიცება

მიმდინარეობს
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია (2019- 2022), სამოქმედო გეგმა (2019-2020) და მონიტორინგის ჩარჩო დამტკიცებულია
Timeline
Start
April 2019
End
September 2019
Partner Organization
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); პროექტი დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში (DGG); დონორი – დანიის მთავრობა;
Lead Agency
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია
Outcome
საანგარიშო პერიოდში პოლიტიკის დოკუმენტები არ დამტკიცებულა
Rating
done iconარ შესრულდა
Last updated: 31 December, 2020

Add Comment

Error!!!

Error!!!

The email you provided will not be published.

Error!!!