ვალდებულებები

გაუმჯობესებული საჯარო სერვისები

Commitment: გაუმჯობესებული საჯარო სერვისები ყველასთვის
Commitment Description:

ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის წინამდებარე ვალდებულება აგრძელებს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის პირველი ვალდებულების მიზანს, რომელიც ითვალისწინებდა თბილისის იუსტიციის სახლში სპეციალური ნავიგაციის სისტემის დანერგვას და ინფრასტრუქტურის ტაქტილური ბილიკებითა და ბრაილის რუკებით აღჭურვას. მიმდინარე ვალდებულება კი გულისხმობს შშმ პირებისათვის სერვისების მიწოდების სტანდარტის, ჟესტების ენის სახელმძღვანელოს შემუშავებისა და შშმ პირების მომსახურების საკითხზე სსიპ - იუსტიციის სახლის (იუსტიციის სახლი) თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლების გზით, საჯარო სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას.

Outcome: საჭიროებების კვლევის მიზნით ჩატარებულია სამი ფოკუს ჯგუფი შშმ პირთა მონაწილეობით; - უზრუნველყოფილია შშმ პირთა ჩართულობა სტანდარტისა და ჟესტების ენის სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში, რისთვისაც ორგანიზებულია 4 შეხვედრა შშმ პირებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში; - შექმნილია შშმ პირთა მომსახურების სტანდარტი და საჯაროდ ხელმისაწვდომია; - შექმნილია ჟესტების ენის სახელმძღვანელო და გავრცელებულია შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მეშვეობით; - შემუშავებულია და დამტკიცებულია ტრენინგ-მოდული; - იუსტიციის სახლის 50 თანამშრომელი დატრენინგებულია ტრენერთა ტრენინგის მეშვეობით, 750 – ტრენინგების და 20 – ჟესტების ენის ტრენინგების მეშვეობით; - ტრენინგის მონაწილეთა 80% გამოხატავს გაუმჯობესებულ ცოდნას, რაც დასტურდება პრე და პოსტ ტესტების შეფასებით; - ტრენინგის მონაწილეთა მინიმუმ 80% პოზიტიურად აფასებს ტრენინგს; - ცნობიერების ამაღლების მიზნით დამზადებული მასალები შემუშავებული და გავრცელებულია.
Timeline: Start date - July 2017, End date - December 2018
OGP Thematic Areas: სერვისების ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება
SDG: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
Reporting Period: 2019, წლიური
Lead Agency: სსიპ – იუსტიციის სახლი
Progress:
დასრულდა done iconსრულად შესრულდა

საანგარიშო პერიოდში იუსტიციის სახლის მიერ ჩატარდა საჭიროებების კვლევა, რომელმაც გამოავლინა ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგანან შშმ პირები იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობისას და ასევე, იუსტიციის სახლის თანამშრომლები შშმ პირთათვის მომსახურების გაწევის დროს. საჭიროებების კვლევის ფარგლებში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში  ადგილობრივი შშმ პირებისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლების მონაწილეობით გაიმართა ფოკუს ჯგუფები. ასევე, ჩატარდა ინტერვიუები და მრგვალი მაგიდის დისკუსიები დარგის ექსპერტებისა და იუსტიციის სახლის მენეჯერული რგოლის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

საჭიროებების კვლევის შედეგებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, მოწვეულმა ექსპერტებმა, შეიმუშავეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სახელმძღვანელო. დოკუმენტი იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის განსაზღვრავს სტანდარტებს, თუ როგორ მიაწოდონ სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. სახელმძღვანელო ასევე გაჯერებულია პრაქტიკული სავარჯიშოებითა და კვლევის შედეგად გამოვლენილი ინფორმაციით. აღსანიშნავია, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომია როგორც სახელმძღვანელო, ასევე მისი აუდიო ვერსია.

სახელმძღვანელოში მოცემული ქცევისა და კომუნიკაციის წესები უკვე ინტეგრირებულია იუსტიციის სახლის  მომსახურების ხარისხის სტანდარტში, რომელიც მომსახურების მიწოდების პროცესის  მარეგულირებელ ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს და  სავალდებულოა ყველა თანამშრომლისათვის. მისი მიზანია იმ ზოგადი ქცევისა და კომუნიკაციის წესების განსაზღვრა, რომელთა დაცვა ხელს შეუწყობს იუსტიციის სახლის მომხმარებლისათვის სახელმწიფო და კერძო სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაციასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას.

შექმნილ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით შემუშავდა ტრენინგ მოდული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში“. ტრენინგების ციკლის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში სულ გადამზადდა იუსტიციის სახლის 750 თანამშრომელი. ტრენინგების უკუკავშირის ანალიზის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების შესახებ ცოდნის დონე გაიუმჯობესა თანამშრომელთა 94%-მა.

საანგარიშო პერიოდში სპეციალურად იუსტიციის სახლისათვის შეიქმნა 400 ტერმინის შესაბამისი ახალი ჟესტი. ახალი ჟესტები ხელმისაწვდომია ჟესტური ენის ლექსიკონში, რომელიც შეიცავს გრაფიკულ გამოსახულებებს, ასევე, შექმნილია შესაბამისი ჟესტების ამსახველი ვიდეომასალა. 

ჟესტური ენა შეისწავლა თბილისის იუსტიციის სახლის 20-მა თანამშრომელმა, რომლებიც შშმ პირებს უკვე თარჯიმნის გარეშე ემსახურებიან. აღნიშნულმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო სერვისების მიწოდების ხარისხი.

იუსტიციის სახლში არსებული შშმ პირთათვის ადაპტირებული სერვისების შესახებ მოსახლეობის, განსაკუთრებით შშმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების, ცნობიერების ამაღლების მიზნით, უწყების მიერ შემუშავდა საინფორმაციო მასალები და ვიზუალური კონტენტი: ლიფლეტები, ბროშურები და პოსტერები. აღნიშნული მასალები შემდგომი გავრცელების მიზნით, მიეწოდა სხვადასხვა ორგანიზაციას. დამატებით, ყველა საჭირო მასალა გამოქვეყნდა იუსტიციის სახლის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში.

სამდივნოს შეფასებით, ვალდებულება გეგმით განსაზღვრულ ვადებში სრულად შესრულდა, რადგან განხორციელდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ეტაპი.


Contact point: ნატალია აბაშმაძე - სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

Milestones:

1.1 საჭიროებების კვლევა (შშმ პირთა უშუალო მონაწილეობით ფოკუს ჯგუფებისა და მრგვალი მაგიდის ფორმატში)

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
საჭიროებების კვლევის მიზნით ჩატარებულია სამი ფოკუსჯგუფი შშმ პირთა მონაწილეობით
Timeline
Start
June 2018
End
October 2018
Partner Organization
-
Lead Agency
სსიპ – იუსტიციის სახლი
Outcome
საჭიროებების კვლევის ფარგლებში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ადგილობრივი შშმ პირებისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლების მონაწილეობით გაიმართა ფოკუს ჯგუფები. ასევე, ჩატარდა ინტერვიუები და მრგვალი მაგიდის დისკუსიები დარგის ექსპერტებისა და იუსტიციის სახლის მენეჯერული რგოლის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
Rating
done iconსრულად შესრულდა

1.2 შშმ პირთა მომსახურების სტანდარტის სახელმძღვანელოს შემუშავება

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
შექმნილია შშმ პირთა მომსახურების სტანდარტი და საჯაროდ ხელმისაწვდომია
Timeline
Start
July 2018
End
October 2018
Partner Organization
-
Lead Agency
სსიპ – იუსტიციის სახლი
Outcome
სახელმძღვანელოში მოცემული ქცევისა და კომუნიკაციის წესები უკვე ინტეგრირებულია იუსტიციის სახლის მომსახურების ხარისხის სტანდარტში, რომელიც მომსახურების მიწოდების პროცესის მარეგულირებელ ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს და სავალდებულოა ყველა თანამშრომლისათვის. მისი მიზანია იმ ზოგადი ქცევისა და კომუნიკაციის წესების განსაზღვრა, რომელთა დაცვა ხელს შეუწყობს იუსტიციის სახლის მომხმარებლისათვის სახელმწიფო და კერძო სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაცია
Rating
done iconსრულად შესრულდა

1.3 (1) შშმ პირებისთვის სერვისების მიწოდების პროცესში მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ მოდულის შემუშავება; (2) ტრენერთა ტრენინგებისა და სხვა ტრენინგების ჩატარება იუსტიციის სახლის თანამშრომელთათვის

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
შემუშავებულია და დამტკიცებულია ტრენინგმოდული
Timeline
Start
August 2018
End
November 2018
Partner Organization
-
Lead Agency
სსიპ – იუსტიციის სახლი
Outcome
შექმნილ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით შემუშავდა ტრენინგ მოდული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში“. ტრენინგების ციკლის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში სულ გადამზადდა იუსტიციის სახლის 750 თანამშრომელი.
Rating
done iconსრულად შესრულდა

1.4 ჟესტების ენაზე საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაციისათვის აუცილებელი ტერმინოლოგიის შექმნა და შშმ პირებისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებისათვის სახელმძღვანელოს შემუშავება

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
უზრუნველყოფილია შშმ პირთა ჩართულობა სტანდარტისა და ჟესტების ენის სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში, რისთვისაც ორგანიზებულია 4 შეხვედრა შშმ პირებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში; შექმნილია ჟესტების ენის სახელმძღვანელო და გავრცელებულია შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მეშვეობით;
Timeline
Start
July 2017
End
October 2018
Partner Organization
-
Lead Agency
სსიპ – იუსტიციის სახლი
Outcome
საჭიროებების კვლევის შედეგებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, მოწვეულმა ექსპერტებმა, შეიმუშავეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სახელმძღვანელო. საანგარიშო პერიოდში სპეციალურად იუსტიციის სახლისათვის შეიქმნა 400 ტერმინის შესაბამისი ახალი ჟესტი. ახალი ჟესტები ხელმისაწვდომია ჟესტური ენის ლექსიკონში , რომელიც შეიცავს გრაფიკულ გამოსახულებებს, ასევე, შექმნილია შესაბამისი ჟესტების ამსახველი ვიდეომასალა.
Rating
done iconსრულად შესრულდა

1.5 თანამშრომელთა გადამზადება ჟესტების ენის შესწავლის მიზნით

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
იუსტიციის სახლის 50 თანამშრომელი დატრენინგებულია ტრენერთა ტრენინგის მეშვეობით, 750 – ტრენინგების და 20 – ჟესტების ენის ტრენინგების მეშვეობით
Timeline
Start
September 2018
End
November 2018
Partner Organization
-
Lead Agency
სსიპ – იუსტიციის სახლი
Outcome
შექმნილ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით შემუშავდა ტრენინგ მოდული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში“. ტრენინგების ციკლის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში სულ გადამზადდა იუსტიციის სახლის 750 თანამშრომელი. ჟესტური ენა შეისწავლა თბილისის იუსტიციის სახლის 20-მა თანამშრომელმა, რომლებიც შშმ პირებს უკვე თარჯიმნის გარეშე ემსახურებიან.
Rating
done iconსრულად შესრულდა

1.6 მოსახლეობის, განსაკუთრებით შშმ პირებისა და მათ ოჯახის წევრების, ცნობიერების ამაღლება იუსტიციის სახლში არსებული შშმ პირთათვის ადაპტირებული სერვისების შესახებ

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
ცნობიერების ამაღლების მიზნით დამზადებული მასალები შემუშავებული და გავრცელებულია
Timeline
Start
November 2018
End
December 2018
Partner Organization
-
Lead Agency
სსიპ – იუსტიციის სახლი
Outcome
იუსტიციის სახლში არსებული შშმ პირთათვის ადაპტირებული სერვისების შესახებ მოსახლეობის, განსაკუთრებით შშმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების, ცნობიერების ამაღლების მიზნით, უწყების მიერ შემუშავდა საინფორმაციო მასალები და ვიზუალური კონტენტი: ლიფლეტები, ბროშურები და პოსტერები. აღნიშნული მასალები შემდგომი გავრცელების მიზნით, მიეწოდა სხვადასხვა ორგანიზაციას. დამატებით, ყველა საჭირო მასალა გამოქვეყნდა იუსტიციის სახლის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში.
Rating
done iconსრულად შესრულდა
Last updated: 31 December, 2020

Add Comment

Error!!!

Error!!!

The email you provided will not be published.

Error!!!