ვალდებულებები

შსს-ს გამჭვირვალობის გაზრდა

Commitment: შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის გაზრდა
Commitment Description:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ძირითად ფუნქციებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა წარმოადგენს. იმისათვის, რომ საზოგადოებაში სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობა კიდევ უფრო გაიზარდოს, ფორუმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციის შესაბამისად, ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, შსს-მ აიღო უწყების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესების ვალდებულება.

ვალდებულება მიზნად ისახავს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, კერძოდ, სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების შესახებ სახელმძღვანელოს შემუშავებას (სისტემატიზებული პროცედურების ერთობლიობის დადგენას - პროცედურების, ვადებისა და პასუხისმგებელი ორგანოების ნათლად გაწერას), საჩივარ/განცხადებებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგების პროაქტიულად გამოქვეყნებას, ასევე დისციპლინური წარმოების პროცედურების სახელმძღვანელო ინსტრუქციის შემუშავებას. გარდა ამისა, გამჭვირვალე საკადრო პოლიტიკის წარმოების მიზნით, ვალდებულება გულისხმობს თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისების და გათავისუფლების პროცედურების შესწავლასა და საჭიროების მიხედვით, შესაბამის კანონში ცვლილებების განხორციელებას, რაც საბოლოოდ, საკადრო პოლიტიკის პორცესის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

Outcome: შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის ხარისხი გაზრდილია
Timeline: Start date - January 2018, End date - December 2019
OGP Thematic Areas: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება
SDG: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
Reporting Period: 2019, წლიური
Lead Agency: შინაგან საქმეთა სამინისტრო
Progress:
მიმდინარეობს done iconუმეტესწილად შესრულდა

საანგარიშო პერიოდში (გამოიცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 5 თებერვლის №1/39 ბრძანება „სტატისტიკური მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, რომელშიც გაიწერა სტატისტიკური მონაცემების წარმოების პროცედურა, ვადები და პასუხისმგებელი ორგანოები. ამასთან, პასუხისმგებელი უწყების მიერ მომზადდა „სტატისტიკური მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №1/39 ბრძანების ცვლილება/განახლების პროექტი, რომელიც სამართლებრივი ექსპერტიზის გავლის შემდეგ, დამტკიცდება და გამოქვეყნდება პროაქტიულად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019  წლის 5 თებერვლის  №1/39  ბრძანების „სტატისტიკური მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამინისტროს თანამშრომლებისადმი დაკისრებული დისციპლინური სახდელების რაოდენობა ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.info.police.ge. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია უწყების მიერ ყოველწლიურად პროაქტიულად ქვეყნდება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის ვებგვერზე განთავსებულია  2013-2019 წლების სტატისტიკა.

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შემოსულ ადმინისტრაციული საჩივრების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას, იგი წარმოდგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებულ წლიურ ანგარიშებში. ასევე ვებგვერდზე განთავსებულია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა-დაკმაყოფილების სტატისტიკაც.

წლიურ ანგარიშებში ხელმისაწვდომია ინფორმაცია:

  • სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა რაოდენობისა და დაკმაყოფილების შესახებ;
  • მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები;
  • მოთხოვნის საფუძველზე პერსონალური მონაცემის დამუშავების (შეგროვება) საერთო და პერსონალური მონაცემის მესამე პირისთვის გადაცემის რაოდენობა;
  • სამინისტროსშესაბამისელექტრონულმონაცემთაბაზებშიპერსონალურმონაცემთაშესწორებისშეტანისმოთხოვნათადაუარისთქმისრაოდენობა;
  • ინფორმაციის მოთხოვნის ძირითადი თემატიკის, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შემოსული საჩივრების რაოდენობა;
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ.

დისციპლინური წარმოების ინსტრუქციის შემუშავებასთან მიმართებით, სამინისტრომ შეისწავლა ევროპული ქვეყნების პოლიციაზე ზედამხედველობის უწყებების პრაქტიკა და ნორმატიული ჩარჩო, რის საფუძველზეც მომზადდა დისციპლინური წარმოების ინსტრუქციების პროექტი.

ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედების შემდეგ, სამინისტროს გენერალური ინსპექციის საქმიანობაში შევიდა რიგი ცვლილებები. კერძოდ, ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია პოლიციელის მხრიდან სავარაუდო ფიზიკური ძალადობის თაობაზე დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს გენერალურ პროკურატურას ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისების და გათავისუფლების პროცედურებთან მიმართებით, ხაზგასასმელია, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, პოლიციელის სამსახურში მიღება 2018 წლის 1 სექტემბრიდან კონკურსით ხორციელდება.  გამარჯვებული კანდიდატები ინიშნებიან გამოსაცდელი ვადით. პირი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შემდეგ დებს პოლიციელის ფიცს და ენიჭება პოლიციის რიგითის სპეციალური წოდება. გარდა ამისა, გამოსაცდელი ვადით დანიშვნისთანავე პირი სამინისტროს აკადემიაში ირიცხება სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. გამოსაცდელი ვადა, რომელიც ასევე მოიცავს პროფესიული სწავლების პერიოდს, არ აღემატება 1 წელს და ამ პერიოდში პირი იღებს მხოლოდ შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის (ფულადი სარგო) ნახევარს, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების დროს კი სრულ ხელფასს (ფულადი სარგო). 

თანამდებობრივი გადაადგილებისას, მათ შორის მენეჯერულ თანამდებობაზე დაწინაურების დროს, სამმართველოს უფროსის თანამდებობის ჩათვლით, ყველა მოსამსახურისთვის სავალდებულო გახდა სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის და კურსის გავლა.

საანგარიშო პერიოდში, აშშ-დან მოწვეულმა ექსპერტებმა შეისწავლეს და შეაფასეს სამინისტროში მოქმედი წახალისების პრაქტიკა. შედეგად, წახალისებისა და სამინისტროდან დათხოვნის პროცესების მიმართულებით, ცვლილებების განხორციელების საჭიროება არ გამოვლინდა.

სამდივნოს შეფასებით, საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის ვალდებულება უმეტესწილად შესრულდა, რადგან საანგარიშო პერიოდში გამოიცა „სტატისტიკური მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 5 თებერვლის  №1/39 ბრძანება და ამასთან მისი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, მომზადდა ცვლილების პროექტი. ამასთან, ვებ-გვერდზე www.info.police.ge ქვეყნდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ თანამშრომლებისადმი დაკისრებული დისციპლინური სახდელების რაოდენობა. გარდა ამისა, სამინისტრომ შეისწავლა ევროპული ქვეყნების პოლიციაზე ზედამხედველობის უწყებების პრაქტიკა და ნორმატიული ჩარჩო, რის საფუძველზეც მომზადდა დისციპლინური წარმოების ინსტრუქციების პროექტი. ასევე, საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს და შეაფასეს სამინისტროში მოქმედი წახალისების პრაქტიკა.


Contact point: სალომე შაქარიშვილი - კვლევისა და რეფორმების სამმართველოს უფროსის მოადგილე

Milestones:

10.1 სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების პროცედურების, ვადების და პასუხისმგებელი ორგანოების ნათლად გაწერა ერთიანი კონსოლიდირებული დოკუმენტის შექმნის გზით

მიმდინარეობს
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების შესახებ სახელმძღვანელო შემუშავებულია
Timeline
Start
August 2018
End
December 2018
Partner Organization
-
Lead Agency
შინაგან საქმეთა სამინისტრო
Outcome
საანგარიშო პერიოდში (გამოიცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 5 თებერვლის №1/39 ბრძანება „სტატისტიკური მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, რომელშიც გაიწერა სტატისტიკური მონაცემების წარმოების პროცედურა, ვადები და პასუხისმგებელი ორგანოები. ამასთან, პასუხისმგებელი უწყების მიერ მომზადდა „სტატისტიკური მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №1/39 ბრძანების ცვლილება/განახლების პროექტი, რომელიც სამართლებრივი ექსპერტიზის გავლის შემდეგ, დამტკიცდება და გამოქვეყნდება პროაქტიულად.
Rating
done iconუმეტესწილად შესრულდა

10.2. საჩივარ/განცხადებები, ასევე სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მონაცემების პროაქტიულად გამოქვეყნება

მიმდინარეობს
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
საჩივარ/განცხადებები, ასევე სამსახურებრივი შემოწმების შედეგები პროაქტიულად ქვეყნდება
Timeline
Start
January 2018
End
January 2019
Partner Organization
-
Lead Agency
შინაგან საქმეთა სამინისტრო
Outcome
საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის, ვებ-გვერდზე www.info.police.ge ქვეყნდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შს სამინისტროს თანამშრომლებისადმი დაკისრებული დისციპლინური სახდელების რაოდენობა.
Rating
done iconნაწილობრივ შესრულდა

10.3 შსს-ს გენერალური ინსპექციის რეფორმირების ფარგლებში, დისციპლინური წარმოების პროცედურების სახელმძღვანელო ინსტრუქციების შემუშავება

მიმდინარეობს
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
დისციპლინური წარმოების პროცედურების სახელმძღვანელო ინსტრუქცია შემუშავებულია
Timeline
Start
September 2018
End
September 2019
Partner Organization
-
Lead Agency
შინაგან საქმეთა სამინისტრო
Outcome
საანგარიშო პერიოდში მომზადდა მომზადდა დისციპლინური წარმოების ინსტრუქციების პროექტი
Rating
done iconნაწილობრივ შესრულდა

10.4 თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისების და გათავისუფლების პროცედურების შესწავლა და საჭიროების მიხედვით, შესაბამის კანონში ცვლილებების შეტანა

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისების და გათავისუფლების პროცედურები შესწავლილია
Timeline
Start
August 2018
End
December 2019
Partner Organization
-
Lead Agency
შინაგან საქმეთა სამინისტრო
Outcome
სამინისტრომ შეისწავლა ევროპული ქვეყნების პოლიციაზე ზედამხედველობის უწყებების პრაქტიკა და ნორმატიული ჩარჩო, რის საფუძველზეც მომზადდა დისციპლინური წარმოების ინსტრუქციების პროექტი. ასევე, საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს და შეაფასეს სამინისტროში მოქმედი წახალისების პრაქტიკა
Rating
done iconსრულად შესრულდა
Last updated: 31 December, 2020

Add Comment

Error!!!

Error!!!

The email you provided will not be published.

Error!!!