ვალდებულებები

ღია მონაცემების შეგროვების, დამუშავების და გამოქვეყნების შესაძლებლობების განმტკიცება ახალციხის მუნიციპალიტეტში

Commitment: ღია მონაცემების შეგროვების, დამუშავების და გამოქვეყნების შესაძლებლობების განმტკიცება ახალციხის მუნიციპალიტეტში
Commitment Description: ღია მონაცემების კონცეფციას განსაკუთრებული ადგილი უკავია ღია მმართველობის პროცესში. საქართველოს მთავრობა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს ღია მონაცემებს. ღია მონაცემების რეგულარულად და სათანადო ფორმით გამოქვეყნება შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს, ბიზნეს სექტორს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაეცნოს სახელმწიფო მონაცემებს და მათი გამოყენებით შექმნას ინოვაციური აპლიკაციები, ბიზნეს პროექტები და ელექტრონული სერვისები.

ღია მონაცემების რეგულარულად და ეფექტიანად გამოქვეყნების მიზნით, ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შეიქმნა ღია მონაცემთა პორტალი www.data.gov.ge. პორტალის შექმნიდან დღემდე მასზე მონაცემების განთავსება დაბალი სიხშირითა და ინტენსივობით ხდება, განსაკუთრებით კი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ღია მონაცემების შეგროვებისა და სათანადო ფორმატებში (XML, CSV) დამუშავებისთვის საჭირო შესაძლებლობების სიმწირე წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ აიღო ვალდებულება შეიმუშაოს ღია მონაცემების სამოქმედო გეგმა 2019-2020 წლებისთვის, რომლის ეფექტიანად შესრულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ღია მონაცემების შეგროვების, დამუშავების და გამოქვეყნების შესაძლებლობებს.
Outcome: ღია მონაცემების სამოქმედო გეგმა (2019-2020) და მონიტორინგის ჩარჩო შემუშავებული და დამტკიცებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ
Timeline: Start date - October 2018, End date - June 2019
OGP Thematic Areas: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ჩართულობა
SDG: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
Reporting Period: 2019, წლიური
Lead Agency: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
Progress:
დასრულდა done iconსრულად შესრულდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობები USAID/GGIის მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ღია მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სიტუაციური ანალიზი. შესაბამისად მომზადდა ანალიტიკური დოკუმენტი. ამავდროულად, არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდა რეკომენდაციები. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა ღია მონაცემების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2019-2020) პირველადი ვარიანტები.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ და IDFI-მ 2019 წლის 4 სექტემბერს გამართეს საჯარო განხილვა ღია მონაცემების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. შეხვედრას ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიის, აკადემიურ წრეების, ბიზნესისა და ახალციხის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ღია მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების პროცესის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2019 წლის 24 სექტემბერის N2049 07 ბრძანებით დაამტკიცა. სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით IDFI-ის წარმომადგენლებმა ტრენინგები ჩაუტარეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს.

Milestones:

2.1.1. ღია მონაცემებს შეგროვებასთან, დამუშავებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სიტუაციური ანალიზის მომზადება

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
სიტუაციური ანალიზი მომზადებულია
Timeline
Start
September 2018
End
December 2018
Partner Organization
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI)
Lead Agency
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
Outcome
საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ღია მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სიტუაციური ანალიზი. შესაბამისად მომზადდა ანალიტიკური დოკუმენტი
Rating
done iconსრულად შესრულდა

2.1.2. ღია მონაცემების სამოქმედო გეგმის (2019-2020) პირველადი ვერსიის შემუშავება

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია შემუშავებულია
Timeline
Start
January 2019
End
March 2019
Partner Organization
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI)
Lead Agency
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
Outcome
არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდა რეკომენდაციები. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა ღია მონაცემების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2019-2020) პირველადი ვარიანტები
Rating
done iconსრულად შესრულდა

2.1.3. ღია მონაცემების სამოქმედო გეგმის (2019-2020) პირველადი ვერსიის საჯარო განხილვები

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
ღია მონაცემების სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსიის საჯარო განხილვები ჩატარებულია
Timeline
Start
January 2019
End
June 2019
Partner Organization
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI)
Lead Agency
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
Outcome
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ და IDFI-მ 2019 წლის 4 სექტემბერს გამართეს საჯარო განხილვა ღია მონაცემების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. შეხვედრას ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიის, აკადემიურ წრეების, ბიზნესისა და ახალციხის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Rating
done iconსრულად შესრულდა

2.1.4. ღია მონაცემების სამოქმედო გეგმის (2019-2020) და მონიტორინგის ჩარჩოს დამტკიცება

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
ღია მონაცემების სამოქმედო გეგმა (2019-2020) და მონიტორინგის ჩარჩო დამტკიცებულია
Timeline
Start
April 2019
End
June 2019
Partner Organization
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI)
Lead Agency
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
Outcome
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ღია მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების პროცესის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2019 წლის 24 სექტემბერის N2049 07 ბრძანებით დაამტკიცა
Rating
done iconსრულად შესრულდა

Add Comment

Error!!!

Error!!!

The email you provided will not be published.

Error!!!