ვალდებულებები

სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა

Commitment: სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა
Commitment Description:

ფორუმის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ პარტნიორ უწყებებთან ერთად 2018 წელს დაიწყო სახელმწიფო/საჯარო ინსტიტუციების მიერ საგრანტო დაფინანსების გაცემის არსებული სისტემის რეფორმაზე მუშაობა.

არსებული პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა სამინისტროებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტის გაცემის საერთო პრინციპებსა და პროცედურას არ ითვალისწინებს. ამასთან, არ არსებობს საჯარო ინსტიტუციების მიერ გრანტის გაცემის ერთიანი საკანონმდებლო სტანდარტი. გარდა ამისა, სახელმწიფო საგრანტო სისტემაში ჩართული არ არის რიგი საჯარო ინსტიტუციებისა, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობები.

Outcome: სახელმწიფო/საჯარო ინსტიტუციების მიერ საგრანტო დაფინანსების გაცემის არსებული სისტემის რეფორმირება, მისი გამჭვირვალობის, ხელმისაწვდომობის და ეფექტიანობის გაზრდა უზრუნველყოფილია
Timeline: Start date - December 2018, End date - December 2019
OGP Thematic Areas: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ინოვაცია და ტექნოლოგიები, ჩართულობა
SDG: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
Reporting Period: 2019, წლიური
Lead Agency: მთავრობის ადმინისტრაცია
Progress:
მიმდინარეობს done iconნაწილობრივ შესრულდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ფორუმის წევრ ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან ერთად 2018 წელს დაიწყო სახელმწიფო/საჯარო ინსტიტუციების მიერ საგრანტო დაფინანსების გაცემის არსებული სისტემის რეფორმაზე მუშაობა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ფინანსთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. გაიმართა არაერთი შეხვედრა და მომზადდა გრანტების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების რამდენიმე პროექტი.

მომზადებული კანონპროექტის სამუშაო ვერსია განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების მიერ გრანტის გაცემის საერთო სტანდარტებს, კერძოდ, საჯარო დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემის პრინციპებს (თავისუფალი კონკურენცია, მიუკერძოებლობა, ეფექტიანობა, საჯაროობა, ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებლობა, კოორდინირება), საჯარო დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემის ეტაპებს, საგრანტო პროგრამის შემუშავებასა და გამოქვეყნებასთან, აგრეთვე გრანტის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. ძირითადი სტანდარტ-პრინციპები საკმარისად მკაფიო იქნება იმისთვის, რომ საგრანტო დაფინანსება სანდო და გამჭვირვალე პროცესად იქცეს. ამასთან, ცალკეულ სახელმწიფო უწყებებს აღნიშნული სტანდარტ-პრინციპების შესაბამისად, ექნებათ პროცესის დეტალური მოწესრიგების შესაძლებლობა. სამუშაო ჯგუფი აქტიური დისკუსიებისა და განხილვების შედეგად შეთანხმდა გრანტის გაცემის საერთო პრინციპებზე, თუმცა, რიგ პროცედურულ ნაწილსა და სხვა სუბიექტებისთვის გრანტის გაცემის უფლების მინიჭებაზე მიმდინარეობს მსჯელობა და დამატებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა. დაგეგმილია კანონპროექტზე მუშაობის დასრულება და მისი წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის. ხოლო, კანონპროექტის მთავრობის მიერ მოწონების შემთხვევაში იგი წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

სამდივნოს შეფასებით, საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის ვალდებულება ნაწილობრივ შესრულდა, რადგან მომზადებულია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების რამდენიმე პროექტი. საჭიროა, საბოლოო პროექტზე შეთანხმება, მისი დაინტერესებული მხარეებისთვის წარდგენა და შემდეგ ცვლილებების საქართველოს პარლამენტში ინიცირება.


Milestones:

12.1. საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან კონსულტაციების გამართვა

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან კონსულტაციები გამართულია
Timeline
Start
November 2018
End
December 2019
Partner Organization
-
Lead Agency
მთავრობის ადმინისტრაცია
Outcome
შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ფინანსთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. გაიმართა არაერთი შეხვედრა და მომზადდა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების რამდენიმე პროექტი.
Rating
done iconსრულად შესრულდა

12.2. გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის მომზადება

მიმდინარეობს
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
ცვლილებების პროექტი მომზადებულია
Timeline
Start
December 2018
End
September 2019
Partner Organization
-
Lead Agency
მთავრობის ადმინისტრაცია
Outcome
საანგარიშო მომზადდა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების რამდენიმე პროექტი. სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა გრანტის გაცემის საერთო პრინციპებზე, თუმცა, კონსულტაციები გრძელდება რიგ პროცედურულ საკითხებზე
Rating
done iconუმეტესწილად შესრულდა

12.3. კანონში ცვლილების პროექტის დაინტერესებული მხარეებისათვის წარდგენა

არ დაწყებულა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
კანონში ცვლილებების პროექტი წარდგენილია დაინტერესებული მხარეებისთვის
Timeline
Start
September 2019
End
December 2019
Partner Organization
-
Lead Agency
მთავრობის ადმინისტრაცია
Outcome
სამუშაო ჯგუფის მიერ საბოლოო ვერსიის მომზადების შემდეგ პროექტი წარედგინება დაინტერესებულ მხარეებს
Rating
done iconარ შესრულდა

12.4. კანონში ცვლილების პროქტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში

არ დაწყებულა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
კანონში ცვლილებების პროექტი წარდგენილია საქართველოს პარლამენტისთვის
Timeline
Start
December 2019
End
December 2019
Partner Organization
საქართველოს პარლამენტი
Lead Agency
მთავრობის ადმინისტრაცია
Outcome
დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, კანონის პროექტი წარედგინება პარლამენტს
Rating
done iconარ შესრულდა
Last updated: 31 December, 2020

Add Comment

Error!!!

Error!!!

The email you provided will not be published.

Error!!!