ვალდებულებები

გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება ახალციხის მუნიციპალიტეტში

Commitment: გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება ახალციხის მუნიციპალიტეტში
Commitment Description: საქართველო გამოირჩევა როგორც ღია მმართველობის პროცესში ხელისუფლების სამივე შტოს ჩართულობით, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური მონაწილეობით. ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში 13 მუნიციპალური ორგანო მონაწილეობს, მათგან 9 მუნიციპალურმა ორგანომ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის შემუშავების ვალდებულება აიღო, რომლის დახმარებით ჩამოყალიბდება კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის სახელმძღვანელო სტანდარტები.

საბიუჯეტო სახსრების გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად გამოყენება მუნიციპალიტეტების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, რიგი მუნიციპალიტეტებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომ მათ არ გააჩნიათ სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც აანალიზებს გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის პროცესში არსებულ გამოწვევებს/საფრთხეებს, ადგენს მათი გადაჭრის გზებს და განსაზღვრავს გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის არსებული სტანდარტების განმტკიცებისთვის განსახორციელებელ ქმედებებს. შესაბამისად, გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტანდარტების დანერგვა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დემოკრატიული მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას.
Outcome: გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია (2019-2022); შესაბამისი სამოქმედო გეგმა (2019-2020) და მონიტორინგის ჩარჩო შემუშავებული და დამტკიცებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ
Timeline: Start date - October 2018, End date - September 2019
OGP Thematic Areas: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ჩართულობა
SDG: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
Reporting Period: 2019, წლიური
Lead Agency: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
Progress:
დასრულდა done iconსრულად შესრულდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მჭიდრო თანამშრომლობითა და USAID/GGI-ის მხარდაჭერით მომზადდა.

2019 წლის 27 ივნისს ახალციხეში მერიისა და IDFI-ის ორგანიზებით გაიმართა გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი ვარიანტების საჯარო განხილვა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და მის მიზანს დოკუმენტებთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების, მათ შორის სამოქალაქო და მედია სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენა და შემდგომში, გათვალისწინება წარმოადგენდა.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტების შემუშავების პროცესში ასევე მომზადდა მონიტორინგის ჩარჩო. 2019 წლის 7 ივლისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის N 1470 07 ბრძანებით დამტკიცდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და თანამდევი მონიტორინგის ჩარჩო. 2019 წლის 12 ივლისს კი IDFI-ის მიერ ჩატარდა ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა ტრენინგი კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე (31 მონაწილე).

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სამოქმედო გეგმა შემდეგ ამოცანებს მოიცავს:

  • ეთიკისა და კეთილსინდისიერების არსებული მექანიზმების გაუმჯობესება
  • ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესება
  • ახალციხის მერიაში გამჭვირვალობის სტანდარტების დახვეწა
  • საზოგადოებრივი ჩართულობის და ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერება
  • ახალციხის მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტანდარტების გაუმჯობესება
  • კონკურენციის გაზრდა სახელმწიფო შესყიდვებში.

Milestones:

1.1.1. გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის შესახებ სიტუაციური ანალიზის მომზადება

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის შესახებ სიტუაციური ანალიზი მომზადებულია
Timeline
Start
September 2018
End
December 2018
Partner Organization
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI)
Lead Agency
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
Outcome
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მჭიდრო თანამშრომლობითა და USAID/GGI-ის მხარდაჭერით მომზადდა.
Rating
done iconსრულად შესრულდა

1.1.2. გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსიის მომზადება

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსია მომზადებულია
Timeline
Start
January 2019
End
March 2019
Partner Organization
: შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI)
Lead Agency
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
Outcome
2019 წლის 27 ივნისს ახალციხეში მერიისა და IDFI-ის ორგანიზებით გაიმართა გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი ვარიანტების საჯარო განხილვა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და მის მიზანს დოკუმენტებთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების, მათ შორის სამოქალაქო და მედია სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენა და შემდგომში, გათვალისწინება წარმოადგენდა.
Rating
done iconსრულად შესრულდა

1.1.3. გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი ვარიანტების საჯარო განხილვები

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
ჩატარებულია გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი ვარიანტების საჯარო განხილვები
Timeline
Start
January 2019
End
June 2019
Partner Organization
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI)
Lead Agency
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
Outcome
გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველადი ვარიანტების საჯარო განხილვა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და მის მიზანს დოკუმენტებთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების, მათ შორის სამოქალაქო და მედია სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენა და შემდგომში, გათვალისწინება წარმოადგენდა.
Rating
done iconსრულად შესრულდა

1.1.4. გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის (2019- 2022), სამოქმედო გეგმის (2019-2020) და მონიტორინგის ჩარჩოს დამტკიცება

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია (2019- 2022), სამოქმედო გეგმა (2019-2020) და მონიტორინგის ჩარჩო დამტკიცებულია
Timeline
Start
April 2019
End
September 2019
Partner Organization
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI)
Lead Agency
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
Outcome
2019 წლის 7 ივლისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის N 1470 07 ბრძანებით დამტკიცდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და თანამდევი მონიტორინგის ჩარჩო.
Rating
done iconსრულად შესრულდა
Last updated: 31 December, 2020

Add Comment

Error!!!

Error!!!

The email you provided will not be published.

Error!!!