ვალდებულებები

არსებული ძირითადი ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერება

Commitment: არსებული ძირითადი ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერება
Commitment Description:

საქართველოს მთავრობის უცვლელი პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმების მუდმივი გაუმჯობესება. მთავრობის მიზანს ანტიკორუფციული სტრუქტურების განვითარება და მათი ეფექტიანი საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ყველა სახის, მათ შორის, კომპლექსური ფორმის კორუფცია.

ფორუმის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციით, ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ არსებული ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერების ვალდებულება აიღო.

ვალდებულება ითვალისწინებს კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავებას, რომლის შესაბამისად, ანტიკორუფციულ დანაყოფებში უნდა შეფასდეს კორუფციული რისკები. ამასთან, ვალდებულების განხორციელება მიზნად ისახავს ანტიკორუფციული საბჭოს ანგარიშგების გაძლიერებას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოს გაძლიერებას.

Outcome: კორუფციის წინაამდეგ ბრძოლის კუთხით ძირითად ანტიკორუფციულ ორგანოებში ანტიკორუფციული დანაყოფების კორუფციული რისკების შეფასების ანალიზის ჩატარების საფუძველზე მათი ინსტიტუციური გაძლიერება უზრუნველყოფილია და ანტიკორუფციული საბჭოს ანგარიშვალდებულება გაზრდილია
Timeline: Start date - October 2018, End date - December 2019
OGP Thematic Areas: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ჩართულობა
SDG: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
Reporting Period: 2019, წლიური
Lead Agency: იუსტიციის სამინისტრო
Progress:
მიმდინარეობს done iconნაწილობრივ შესრულდა

საანგარიშო პერიოდში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიერ ანტიკორუფციული საბჭოსა და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შემუშავდა კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგია. მეთოდოლოგიის სამუშაო ვერსიის მომზადების შემდეგ დოკუმენტი წარედგინა ანტიკორუფციული საბჭოს სამუშაო ჯგუფისა და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრებს შენიშვნებისა და რეკომენდაციებისათვის, რომლებიც საბჭოს სამდივნომ მეთოდოლოგიის საბოლოო ვერსიაში ასახა. კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგია წერილობითი პროცედურის საშუალებით საბჭომ 2019 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა.

აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციულ დანაყოფებში კორუფციული რისკების შეფასება დამოკიდებული იყო კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავებაზე, რომელიც სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ვადაზე გვიან დამტკიცდა. შედეგად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ კორუფციული რისკების შეფასება ვერ განხორცილდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ მოხდა ახალი მეთოდოლოგიით რისკების შეფასების შედეგად იმ საჭიროებების განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოს შემდგომ გაძლიერებას. 

რაც შეეხება, ანტიკორუფციული საბჭოს ანგარიშგების გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობას, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ მოამზადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ მთავრობის 390-ე დადგენილების ცვლილების პროექტი, რომლის შესაბამისად, ანტიკორუფციულმა საბჭომ საქმიანობის ანგარიში მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტსაც უნდა წარუდგინოს. საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის, მთავრობის 390-ე დადგენილების ცვლილებების პროექტი წარდგენილია მთავრობისთვის დასამტკიცებლად და მიმდინარეობს დამატებითი კონსულტაციები.

ვალდებულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს კორუფციული დანაშაულების გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნაზე მომუშავე პირების სპეციალიზაციის მიმართულებით, მათ შორის იურიდიული პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულების, საერთაშორისო კორუფციული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე, პერიოდული გადამზადება წარმოადგენდა.

საანგარიშო პერიოდში, კორუფციული დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის, კორუფციის პრევენციის, ასევე კორუფციული რისკების იდენტიფიცირების, მართვის, შეფასებისა და აღმოფხვრის საკითხებზე გამართულ სასწავლო ღონისძიებებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 54-მა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომელთა გადამზადებას, 2019  წელს კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე განხორციელდა 6 სასწავლო აქტივობა (მათ შორის 3 სასწავლო ვიზიტი), რომლის ფარგლებშიც 36-მა თანამშრომელმა გაიარა სხვადასხვა სასწავლო კურსი. გარდა ამისა, იურიდიული პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულების, საერთაშორისო კორუფციული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებთან დაკავშირებით განხორციელდა 2 სასწავლო აქტივობა, რომლის ფარგლებში გადამზადდა პროკურატურის 25 თანამშრომელი. აღნიშნულ თემებზე მოსამზადებელი კურსის ფარგლებში სწავლება გაიარა 38-მა სტაჟიორმა. გარდა ამისა, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, გაიმართა ტრენინგი თემაზე ,,კეთილსინდისიერება საჯარო სამსახურში“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები რისკების შეფასების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასაც გაეცნენ.

ზემოაღნიშნულ სასწავლო აქტივობებში საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, სასამართლო კორპუსის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ ერთობლივი სწავლება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საერთო გამოწვევებზე ერთობლივი მიდგომების ჩამოყალიბებას.

სამდივნოს შეფასებით, ვალდებულება გეგმით გათვალისწინებულ ვადებში ნაწილობრივ შესრულდა. ანტიკორუფციული საბჭოს მიერ კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიის 2019 წლის 30 დეკემბერს დამტკიცებამ ხელი შეუშალა ვალდებულებით გათვალისწინებული და მეთოდოლოგიის დამტკიცებაზე დამოკიდებული ეტაპების გეგმით განსაზღვრულ ვადებში შესრულებას.


Milestones:

6.1. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ ანტიკორუფციული საბჭოსა და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შემ

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგია მომზადებულია
Timeline
Start
September 2018
End
March 2019
Partner Organization
Lead Agency
იუსტიციის სამინისტრო
Outcome
საანგარიშო პერიოდში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიერ ანტიკორუფციული საბჭოსა და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შემუშავდა კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგია
Rating
done iconსრულად შესრულდა

6.2. კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შესაბამისად კორუფციული რისკების შეფასების განხორციელება ანტიკორუფციულ დანაყოფებში (კორუფციული რისკების შეფასების მიმდინარეობის შესახებ ფორუმის ინფორმირე

არ დაწყებულა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
კორუფციული რისკების შეფასება განხორციელებულია დამოუკიდებელ ექსპერტებთან თანამშრომლობით და კანონმდებლობის შესაბამისად.
Timeline
Start
March 2019
End
September 2019
Partner Organization
-
Lead Agency
იუსტიციის სამინისტრო
Outcome
კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგია ანტიკორუფციულმა საბჭომ დაამტკიცა 2019 წლის 30 დეკემბერს, შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ანტიკორუფციულ დანაყოფებში ვერ განხორციელდა რისკების შეფასება.
Rating
done iconარ შესრულდა

6.3. ანტიკორუფციული საბჭოს ანგარიშგების გაძლიერება (ანტიკორუფციული საბჭო თავისი საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს)

მიმდინარეობს
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
ანტიკორუფციული საბჭო თავისი საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს
Timeline
Start
April 2019
End
December 2019
Partner Organization
Lead Agency
იუსტიციის სამინისტრო
Outcome
საანგარიშო პერიოდში მომზადდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ მთავრობის 390-ე დადგენილების ცვლილების პროექტი.
Rating
done iconნაწილობრივ შესრულდა

6.4. კორუფციული რისკების შეფასების შედეგებისა და საჭიროების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დ

არ დაწყებულა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
კორუფციული რისკების შეფასების შედეგებისა და საჭიროების მიხედვით, შესაბამისი სამსახურები გაძლიერებულია
Timeline
Start
September 2019
End
December 2019
Partner Organization
საქართველოს მთავარი პროკურატურა
Lead Agency
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
Outcome
კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგია ანტიკორუფციულმა საბჭომ დაამტკიცა 2019 წლის 30 დეკემბერს, შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ვერ განხორციელდა რისკების შეფასება და იმ საჭიროებების გამოვლენა, რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა შესაბამისი სამსახურების/დანაყოფების გაძლიერება
Rating
done iconარ შესრულდა

6.5. კორუფციული დანაშაულების გამოძიებასა და სისხლის სამართლებრივ დევნაზე მომუშავე პირების პერიოდული ტრენინგები სპეციალიზაციის მიმართულებით, მათ შორის იურიდიული პირების მიერ ჩადენილ კორუფციული დანაშაულ

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
შესაბამის პრაქტიკოსთა სპეციალიზაცია გაუმჯობესებულია
Timeline
Start
January 2019
End
December 2019
Partner Organization
საქართველოს მთავარი პროკურატურა
Lead Agency
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
Outcome
საანგარიშო პერიოდში, კორუფციული დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის, კორუფციის პრევენციის, ასევე კორუფციული რისკების იდენტიფიცირების, მართვის, შეფასებისა და აღმოფხვრის საკითხებზე გამართულ სასწავლო ღონისძიებებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 54-მა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომელთა გადამზადებას, 2019 წელს კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე განხორციელდა 6 სასწავლო აქტივობა (მათ შორის 3 სასწავლო ვიზიტი), რომლის ფარგლებშიც 36-მა თანამშრომელმა გაიარა სხვადასხვა სასწავლო კურსი. გარდა ამისა, იურიდიული პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულების, საერთაშორისო კორუფციული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებთან დაკავშირებით განხორციელდა 2 სასწავლო აქტივობა, რომლის ფარგლებში გადამზადდა პროკურატურის 25 თანამშრომელი. აღნიშნულ თემებზე მოსამზადებელი კურსის ფარგლებში სწავლება გაიარა 38-მა სტაჟიორმა. გარდა ამისა, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, გაიმართა ტრენინგი თემაზე ,,კეთილსინდისიერება საჯარო სამსახურში“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები რისკების შეფასების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასაც გაეცნენ.
Rating
done iconსრულად შესრულდა
Last updated: 31 December, 2020

Add Comment

Error!!!

Error!!!

The email you provided will not be published.

Error!!!