ვალდებულებები

შენი იდეა ზუგდიდის მერს

Commitment: შენი იდეა ზუგდიდის მერს
Commitment Description: ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ახალი ტალღის მნიშვნელოვან ნაწილს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმების დანერგვა და რეალური შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს.

ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა მიზნად დაისახა ელექტრონული პლატფორმის - „შენი იდეა ზუგდიდის მერს“ - შექმნა.
Outcome: პორტალი შექმნილია; მისი გაცნობის მიზნით, ჩატარებულია შეხვედრები მოსახლეობასთან; პორტალის მეშვეობით შემოსულია 10 წინადადება
Timeline: Start date - June 2018, End date - December 2019
OGP Thematic Areas: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ინოვაცია და ტექნოლოგიები, ჩართულობა
SDG: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
Reporting Period: 2019, წლიური
Lead Agency: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
Progress:
შეჩერებულია done iconარ შესრულდა
პლატფორმის შექმნის უმთავრეს მიზანს მოსახლეობასთან კომუნიკაციის გამარტივება და ქალაქის მერისთვის კონკრეტული იდეის/ინიციატივის შეთავაზების შესაძლებლობის შექმნა წარმოადგენდა. ამასთან, კონცეფცია ითვალისწინებდა უკუკავშირის მექანიზმის ამოქმედებაც, კერძოდ, ყველა შემოსულ იდეაზე მოქალაქისთვის პასუხის გაცემა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოქალაქეების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას შეუწყობდა ხელს.

აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე გავლენა იქონია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებამ, მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვისა და განვითარების მიზნით, მუნიციპალური მართვის სისტემისათვის (mms.gov.ge) 17 ახალი მოდულის დამატების შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთია - „შენი იდეა ქალაქის მერს“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა (WB) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში 2019 წელს დაიწყო ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა. პროექტი მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნას შეუწყობს ხელს.

პროექტის განხორციელების შედეგად, მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები და დაინტერესებული პირები მიიღებენ იმავე სახისა და ხარისხის მომსახურებას, როგორიც ეს დიდ ქალაქებშია შესაძლებელი. სისტემა იძლევა ერთი ფანჯრის პრინციპით ერთი მუნიციპალიტეტის მომსახურების სხვა მუნიციპალიტეტში მიღების შესაძლებლობასაც, რაც გაცილებით ზრდის მომსახურების ხელმისაწვდომობას.

პროექტში ჩართულ მუნიციპალიტეტებს ელექტრონული სისტემის დანერგვაში ეხმარება თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA), რომელიც 25 თვის განმავლობაში, (2019-2021 წწ) მუნიციპალიტეტების შეფასების საფუძველზე, განახორციელებს 17 მოდულის ადაპტაციასა და დანერგავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვალდებულების განხორციელების პროცესი წინამდებარე გეგმის ფარგლებში შეჩერებულია, რადგან არ მოხდეს ერთი და იმავე სერვისის როგორც სხვადასხვა პლატფორმაზე არსებობა, ასევე, რესურსების (როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური) არამიზნობრივი ხარჯვა.

სამდივნოს შეფასებით, წინამდებარე თვითშეფასების ანგარიშის ფარგლებში, ვალდებულების შესრულების სტატუსად განისაზღვრა არ შესრულდა. თუმცა, ვალდებულებით გათვალისწინებული მიზანი მიღწეული იქნება მუნიციპალური მართვის სისტემისათვის ახალი მოდულების (მათ შორის - „შენი იდეა ქალაქის მერს“ მოდულის) დამატებით.

Milestones:

5.1. პორტალის შექმნის შესახებ დებულების დამტკიცება

შეჩერებულია
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
პორტალის შექმნის შესახებ დებულება დამტკიცებულია
Timeline
Start
May 2018
End
October 2018
Partner Organization
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო
Lead Agency
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
Outcome
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვალდებულების განხორციელების პროცესი წინამდებარე გეგმის ფარგლებში შეჩერებულია
Rating
done iconარ შესრულდა

5.2. პორტალის შექმნა და ამოქმედება

შეჩერებულია
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
პორტალი შექმნილია და ფუნქციონირებს
Timeline
Start
October 2018
End
June 2019
Partner Organization
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო
Lead Agency
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
Outcome
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვალდებულების განხორციელების პროცესი წინამდებარე გეგმის ფარგლებში შეჩერებულია
Rating
done iconარ შესრულდა

5.3. პორტალის შესახებ მოქალაქეების ინფორმირება

შეჩერებულია
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
მოქალაქეები ინფორმირებული არიან პორტალის შესახებ
Timeline
Start
June 2019
End
December 2019
Partner Organization
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო
Lead Agency
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
Outcome
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვალდებულების განხორციელების პროცესი წინამდებარე გეგმის ფარგლებში შეჩერებულია
Rating
done iconარ შესრულდა
Last updated: 31 December, 2020

Add Comment

Error!!!

Error!!!

The email you provided will not be published.

Error!!!