ვალდებულებები

You.gov.ge

Commitment: ეკონომიკური მმართველობის ინოვაციური პლატფორმა
Commitment Description:

ეკონომიკური რეფორმების ინიცირების, დამუშავებისა და განხორციელების პროცესში საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით, ღია მმართველობა საქართველოს  2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვალდებულებას ეკონომიკური მმართველობის ინოვაციური პლატფორმის შექმნის შესახებ.

2018 წელს სამინისტროს ინიციატივით, შეიქმნა ინტერაქციული პორტალიYOU.GOV.GEრომლის მიზანია, უზრუნველყოს სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირებულობისა და ჩართულობის ზრდა ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში, ასევე, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება, პროცესების გამჭვირვალობა, ბიზნეს გარემოს პროგნოზირებადობის ზრდა და ეფექტიანი კომუნიკაციის არხის შექმნა. ინტერაქციული პორტალი ასევე ხელს შეუწყობს უკუკავშირის მიღებას  მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხრიდან.

Outcome: გაზრდილია საზოგადოების ჩართულობა ეკონომიკური რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში
Timeline: Start date - May 2018, End date - June 2019
OGP Thematic Areas: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ინოვაცია და ტექნოლოგიები, ჩართულობა
SDG: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
Reporting Period: 2019, წლიური
Lead Agency: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
Progress:
მიმდინარეობს done iconნაწილობრივ შესრულდა

პორტალის სატესტო რეჟიმში ამოქმედების შემდეგ, აღნიშნულმა ვალდებულებამ მოდიფიკაცია განიცადა. პორტალის მიმართ სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების, მათ შორის, ეკონომიკის სექტორის მკვლევარებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, გადაწყდა პორტალის გარდაქმნა და მეტი აქცენტის გაკეთება პროცესში სამეცნიერო-ექსპერტული წრეების მონაწილეობაზე.

სამინისტრომ შეისწავლა ის შესაძლებლობები, რაც პორტალს გახდიდა უფრო მეტად ინტერაქციულსა და მომხმარებელზე ორიენტირებულს (user-friendly). შედეგად, ეკონომიკის სამინისტრომ განიხილა დარგის ექსპერტთა სამუშაო გუნდის ჩამოყალიბების შესაძლებლობა და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში მათი თანამონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმები. აღნიშნული ხელს შეუწყობს მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით  ხარისხიანი უკუკავშირის მიღებას.

საანგარიშო პერიოდში დასრულდა პორტალის შინაარსობრივი სრულყოფა და მასზე განთავსდა ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების (მათ შორის სხვადასხვა სექტორული რეფორმები - ენერგეტიკა, წიაღი, კავშირგაბმულობა და სხვ.) შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • რეფორმების მოკლე აღწერა, საჭიროების დასაბუთება, საერთაშორისო გამოცდილება, რეფორმების ეკონომიკური ეფექტები და მათ მიმდინარეობასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები;
  • რეფორმებთან დაკავშირებული კანონპროექტები ან/და განმარტებითი ბარათები;
  • რეფორმების მიმდინარეობის პროცესი და შესრულებული სამუშაოების აღწერა;
  • რეფორმების შესახებ აზრის დასაფიქსირებლად შექმნილი კითხვარები, რომელიც აქტიურია ღია სესიის პერიოდში.

პორტალი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს:

  • გამოხატოს საკუთარი შეხედულება დაგეგმილი რეფორმების პრიორიტეტულობასთან დაკავშირებით;
  • წარადგინოს ინიციატივა, რომლის საიტზე დაშვების შემდეგ, ფართო საზოგადოება ხმის მიცემით შეძლებს მხარდაჭერის გამოხატვას. საკმარისი რაოდენობის მხარდამჭერების მოპოვების შემთხვევაში (მინიმუმ 3000 მოწონება) კი ინიცირებული საკითხი განიხილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფუნქციონალი ტექნიკურად აქტიური და პრაქტიკაში მოქმედია, საანგარიშო პერიოდში პორტალზე არ შესულა განსახილველი ინიციატივები, რის მიზეზადაც პორტალის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი აქტივობების გადავადება მოიაზრება.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე პორტალზე არ არსებობს მექანიზმები, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს დაინახოს ეკონომიკური პოლიტიკის შექმნაში მისი თანამონაწილეობის შედეგები, ან გაიგოს რა კრიტერიუმების მიხედვით ფასდება წარდგენილი ინიციატივა.

სამდივნოს შეფასებით, ვალდებულება გეგმით განსაზღვრულ ვადებში ნაწილობრივ შესრულდა. დასრულდა პორტალის შინაარსობრივი სრულყოფა, თუმცა არ განხორციელებულა პორტალის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია.


Contact point: სალომე მექვაბიშვილი - სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი

Milestones:

4.1 ინტერაქტიული ვებ პორტალი YOU. GOV შინაარსობრივი სრულყოფა

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
დასრულებულია პორტალის შინაარსობრივი სრულყოფა
Timeline
Start
April 2018
End
December 2018
Partner Organization
-
Lead Agency
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
Outcome
საანგარიშო პერიოდში დასრულდა პორტალის შინაარსობრივი სრულყოფა და მასზე განთავსდა ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების (მათ შორის სხვადასხვა სექტორული რეფორმები - ენერგეტიკა, წიაღი, კავშირგაბმულობა და სხვ.) შესახებ ინფორმაცია
Rating
done iconსრულად შესრულდა

4.2 ინტერაქტიული ვებ პორტალი YOU.GOV პლატფორმის პოპულარიზაცია

არ დაწყებულა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
პორტალი გაშვებულია ყველა ფუნქციით; ვებპორტალს ჰყავს მინიმუმ 500 ვიზიტორი თვიურად
Timeline
Start
November 2018
End
June 2019
Partner Organization
-
Lead Agency
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
Outcome
საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა პორტალის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია
Rating
done iconარ შესრულდა
Last updated: 31 December, 2020

Add Comment

Error!!!

Error!!!

The email you provided will not be published.

Error!!!