Commitment Description:
ახალი სერვისების დანერგვის, არსებული სერვისების დახვეწის, სერვისების მიწოდების ახალი არხების შექმნისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მიზნით, ღია მართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს სსიპ იუსტიციის სახლის ვალდებულებას მოქალაქეთა ინოვაციური პლატფორმის შექმნის შესახებ. აღნიშნული ვალდებულება წარმოადგენს ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის მეორე ვალდებულების გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის სახლში დაინერგა მიღებული სერვისების შესახებ მომხმარებლის მხრიდან უკუკავშირის მიღების მექანიზმი ე.წ. „მომხმარებლის ხმა“.
პლატფორმის კონცეფცია ეფუძნება ანგარიშვალდებულების, ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას შემდეგი მოდულების დანერგვის საშუალებით უზრუნველყოფს: საზოგადოებრივი აზრის ელექტრონული კვლევა, ხმის მიცემის ელ. სისტემა, უკუკავშირის ელ. სისტემა და ანგარიშგების ელ. სისტემა.
ვალდებულება ასევე მიზნად ისახავს სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის (ვებ-გვერდი, მობილური აპლიკაცია და სენსორული მონიტორები) შემუშავებასა და დანერგვას, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს იუსტიციის სახლში არსებული უკუკავშირის მექანიზმების გაუმჯობესებასა და შეამცირებს უკუკავშირზე რეაგირების დროს.
Outcome: მარტივი, ეფექტიანი და მრავალფეროვანი მექანიზმების გამოყენებით ფართო საზოგადოება ჩართულია სერვისების განვითარებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიTimeline: Start date - September 2018, End date - August 2019
OGP Thematic Areas: გამჭვირვალობა, სერვისების ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება, ინოვაცია და ტექნოლოგიები, ჩართულობა
16
მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
Lead Agency: სსიპ – იუსტიციის სახლი
საანგარიშო პერიოდში, ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესში, პასუხისმგებელი უწყების მიერ კონსულტაციები გაიმართა უსინათლო, მობილობის შეზღუდვის მქონე პირებთან და აგრეთვე ყრუთა კავშირის წარმომადგენლებთან, რათა პროგრამა მაქსიმალურად ყოფილიყო მორგებული შშმ პირთა საჭიროებებს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ტექნიკურ ჯგუფებთან (პროგრამისტები, ტექნიკოსები) კონსულტაციებსა და შეხვედრებს, რათა შემუშავებულიყო პროგრამის ისეთი აღწერილობა, რომელიც მაქსიმალურად დაზოგავდა ადამიანურ რესურსსა და მომხმარებლისთვისაც მარტივად გამოსაყენებელი იქნებოდა.
სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადის დასასრულს, შემუშავებულია პროგრამული უზრუნველყოფის შინაარსი და ვიზუალური მხარე. გარდა ამისა, გაფორმებულია ხელშეკრულება და მიმდინარეობს მისი შესყიდვის პროცესი. 2020 წელს იგეგმება პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრირება სსიპ „იუსტიციის სახლის“ ვებ-გვერდთან, რომელიც თავსებადია ნებისმიერ მობილურ მოწყობილობასთან. შესაბამისად, მომხმარებელს შეეძლება ვებ-გვერდის საშუალებით უკუკავშირის დამყარება.
გეგმის მოქმედების ვადებში პასუხისმგებელი უწყების მიერ არ განხორციელებულა სენსორული მონიტორებისა და საჭირო ტექნიკის შესყიდვა, რადგან პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე მომხმარებლები ვერ შეძლებდნენ უკუკავშირის დამყარებას, შესაბამისად, უწყების ინფორმაციით, განხორციელების ამ ეტაპზე, სენსორული მონიტორების შესყიდვა უშედეგო იქნებოდა. ამავე მიზეზით, საანგარიშო პერიოდში პასუხისმგებელი უწყების მიერ არ განხორციელებულა საზოგადოების ინფორმირება პლატფორმის შესახებ და არ ჩატარებულა შესაბამისი ფოკუს-ჯგუფები.
Contact point: ნატალია აბაშმაძე, სსიპ - იუსტიციის სახლი
Milestones:
1. პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება ვებგვერდის და მობილური აპლიკაციისათვის
September 2018
End
February 2019
2. სენსორული მონიტორებისა და საჭირო ტექნიკის შესყიდვა, პროექტის დაწყება
November 2018
End
March 2019
3. საზოგადოების ინფორმირება პლატფორმის შესახებ
March 2019
End
June 2019
4. გამოკითხვის/ხმის მიცემის პროცესის ადმინისტრირება, ფოკუსჯგუფების ორგანიზება, ანგარიშგება
April 2019
End
August 2019
Add Comment
Error!!!
Error!!!
The email you provided will not be published.
Error!!!