ვალდებულებები

სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების ღიაობა და ანგარიშვალდებულება

Commitment: სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების ღიაობა და ანგარიშვალდებულება
Commitment Description:

სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების ღიაობა და ანგარიშვალდებულება კორპორაციული პასუხისმგებლობის ამაღლების კუთხით ღია მმართველობის პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. აღნიშნულზე საპასუხოდ,  სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აიღო ვალდებულება უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სახელმწოფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაში არსებული სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების შესახებ. ამასთანავე, საწარმოები ვალდებული გახდებიან პროაქტიულად გამოაქვეყნონ ანგარიშები არამხოლოდ ფინანსურ, არამედ მათი საქმიანობის შინაარსობრივ ნაწილზეც. საწარმოების ანგარიშვალდებულების და კორპორატიული პასუხისმგებლობის გაზრდის მიზნით, უწყება აგრეთვე, შეიმუშავებს კორპორაციული მართვის სახელმძღვანელოს, რომელიც განსაზღვრავს საწარმოთა მართვის საერთო პრინციპებსა და მიმართულებებს.

Outcome: სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე კომპანიების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდილია და კორპორაციული მართვის ერთიანი სტანდარტი ჩამოყალიბებულია
Timeline: Start date - June 2018, End date - December 2019
OGP Thematic Areas: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება
SDG: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
Reporting Period: 2019, წლიური
Lead Agency: სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
Progress:
დასრულდა done iconსრულად შესრულდა

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ანგარიშგების პროცესის სრულყოფის მიზნით შემუშავდა უნიფიცირებული შაბლონი (ფორმა, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია საწარმოების შესახებ), რომელიც ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge). შაბლონი შექმნილია სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი მოქმედი საწარმოების ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) დაცვით და მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • საწარმოს დასახელება
  • საიდენტიფიკაციო კოდი
  • სახელმწიფოს წილი
  • საქმიანობის სფერო
  • იურიდიული მისამართი
  • ფაქტობრივი მისამართი
  • სამეთვალყურეო საბჭო
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, სახელი და გვარი).

აღნიშნული ფორმის გამოყენებით სააგენტო შეძლებს საზოგადოებას წარუდგინოს სახელმწიფო საწარმოთა სურათი უნიფიცირებული სახით, შემდგომი გამოყენების მიზნით. გამართული ანგარიშგებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვა კი უზრუნველყოფს სახელმწიფო საწარმოების ეფექტურ მართვას.

აგრეთვე, საანგარიშო პერიოდში შემუშავდა, "50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის" სახელმძღვანელოს პროექტი, რომელიც  განსაზღვრავს სახელმწიფო საწარმოთა მართვის ძირითად პრინციპებსა და საფუძვლებს. კორპორატიული/50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცება დამოკიდებულია, "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს ახალი კანონის მიღებაზე. კანონის მიღების შემდეგ, ნორმატიული აქტის ცალკეული პრინციპები ასახული იქნება საწარმოების მართვის სახელმძღვანელოში.

სამდივნოს შეფასებით, ვალდებულება გეგმით გათვალისწინებულ ვადებში სრულად შესრულდა, რადგან განხორციელებულია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ორივე ეტაპი.


Milestones:

15.1. სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებისთვის სააგენტოს მიერ განხორციელდება უნიფიცირებული შაბლონის შემუშავება, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია საწარმოს სახელწოდების, საკონ

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
სახელმწიფო 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების შესახებ უნიფიცირებული შაბლონის მიხედვით ინფორმაცია გამოქვეყნებულია სააგენტოს ვებ.გვერდზე.
Timeline
Start
June 2018
End
December 2018
Partner Organization
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
Lead Agency
სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
Outcome
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ანგარიშგების პროცესის სრულყოფის მიზნით შემუშავდა უნიფიცირებული შაბლონი (ფორმა, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია საწარმოების შესახებ), რომელიც ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე
Rating
done iconსრულად შესრულდა

15.2. სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების კორპორაციული მართვის სახელმძღვანელოს პროექტის შემუშავება

დასრულდა
Indicator
Timeline
Partner Organization
Lead Agency
Indicator
შემუშავებულია კორპორატიული მართვის სახელმძღვანელოს პროექტი სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოებისთვის
Timeline
Start
September 2018
End
December 2019
Partner Organization
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
Lead Agency
სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
Outcome
საანგარიშო პერიოდში შემუშავდა, "50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის" სახელმძღვანელოს პროექტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო საწარმოთა მართვის ძირითად პრინციპებსა და საფუძვლებს
Rating
done iconსრულად შესრულდა
Last updated: 31 December, 2020

Add Comment

Error!!!

Error!!!

The email you provided will not be published.

Error!!!