Commitment Description:
საქართველოს მთავრობამ გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ნაციონალიზაციისა და დანერგვის პროცესი 2015 წლიდან, ხოლო უშუალოდ განხორციელების ფაზა 2018 წლიდან დაიწყო. ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად, ქვეყნის გამოწვევებისა და ეროვნული კონტექსტის გათვალისწინებით მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი და 93 ამოცანა განისაზღვრა ეროვნულ პრიორიტეტად. მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტში თითოეული სექტორული ამოცანის შესრულება გაიწერა დროში და დადგინდა 200 ინდიკატორის საბაზისო და სამიზნე მაჩვენებლები 2030 წლისთვის.
ეროვნული დოკუმენტის კომპლექსურობის გათვალისწინებით, მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესის გამარტივებისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო გახდა საერთო ელექტრონული პლატფორმის შექმნა. სისტემა გამჭვირვალეს გახდის ქვეყანაში მიზნების შესრულების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს, ამასთან, მიზნებსა და ამოცანებს დააკავშირებს ქვეყნის შიდა პოლიტიკის დოკუმენტებთან და ხელმისაწვდომს გახდის ინფორმაციას არსებულ სახელმწიფო ფინანსურ რესურსებზეც.
Outcome: ამოქმედდა მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგისა და შეფასების სისტემაTimeline: Start date - January 2018, End date - December 2019
OGP Thematic Areas: ანგარიშვალდებულება, ინოვაცია და ტექნოლოგიები, ჩართულობა
16
მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
Lead Agency: მთავრობის ადმინისტრაცია
ღია მმართველობა საქართველოს რიგით მეოთხე, 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა მდგრადი განვითარების მიზნების ვებგვერდი - www.sdg.gov.ge, SDG Tracker-ის ფუნქციით.
აღნიშნული სისტემის საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ინფორმაციის მოძიება მიზნების, ამოცანების (მათ შორის საქართველოსთვის მისადაგებული და გლობალური), საბაზისო და სამიზნე ინდიკატორების, პასუხისმგებელი უწყებების, გატარებული ღონისძიებებისა და რაც მთავარია, მიღწეული პროგრესის შესახებ - ონლაინ რეჟიმში შეუძლია, რაც ვებგვერდის დანერგვამდე არ იყო შესაძლებელი. SDG Tracker მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ორასზე მეტი ინდიკატორის მონიტორინგის ელექტრონული ხელსაწყოა.Contact point: გიორგი ბობღიაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
Milestones:
7.1 შიდა ელექტრონული სისტემის (შიდა საოპერაციო სისტემა ხელმისაწვდომია მხოლოდ სახელმწიფო უწყებებისთვის) ამოქმედება
January 2018
End
December 2019
7.2. მდგრადი განვითარების მიზნების ვებგვერდის, მათ შორის SDGs Tracker-ისა და სხვა კომპონენტების ამოქმედება/ფუნქციონალის გამართვა, სადაც გენერირდება შიდა სისტემის მონაცემები
October 2018
End
December 2018
7.3. SDGs Tracker, როგორც მთავრობის პოლიტიკის მონიტორინგისა და შეფასების შესაძლებლობის პოპულარიზაცია
February 2019
End
December 2019
7.4. SDG Tracker ვებგვერდის საინფორმაციო ნაწილის ამოქმედება - ქვეყნის მასშტაბით მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული ყველა პროექტის, მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობების შესახებ კალენდრის/ინფორმ
February 2019
End
December 2019
Add Comment
Error!!!
Error!!!
The email you provided will not be published.
Error!!!