News

18 October, 2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა OGP-ის ადგილობრივი ინოვაციების ჯილდოს (OGP Local Innovation Award) მისაღებად ორი ვალდებულება წარადგინა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, როგორც OGP-ის ადგილობრივი პროგრამის (OGP Local) წევრმა თვითმმართველმა ერთეულმა, OGP-ის ადგილობრივი ინოვაციების ჯილდოს მისაღებად, ორი ვალდებულება წარადგინა.

მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი ვალდებულებები მიმდინარე წელს დამტკიცებული ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, 2021 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს და ფარავს OGP-ის ისეთ თემატურ მიმართულებებს, როგორებიცაა: სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება და კორუფციასთან ბრძოლა.

ერთ-ერთი ვალდებულების თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორუფციული რისკების შეფასების სისტემა დაინერგება,რაცმნიშვნელოვნადგაზრდის მუნიციპალიტეტში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს და გააძლიერებსმუნიციპალიტეტისშესაძლებლობებსკორუფციასთანბრძოლის კუთხით.

წარდგენილი მეორე ვალდებულება მიზნად ისახავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო სერვისებზე მოწყვლადი ჯგუფების წვდომის გაუმჯობესებას. ვალდებულების შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლის მიზნით, მუნიციპალიტეტში ჩატარდება შესაბამისი კვლევა და შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ორივე ვალდებულების განხორციელებაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მხარდაჭერას USAID/GGI უწევს.

ვალდებულებებისთვის ხმის მიცემის პროცესი 2021 წლის 18 ოქტომბერს დაიწყო და 22 ოქტომბერს დასრულდება. მითითებულ ბმულზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია ხმა მისცეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს და ვალდებულებების შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცნოს.

კამპანია „OGP Local Innovations Award“ ღია მმართველობის პარტნიორობის დაარსებიდან 10 წლის აღსანიშნავად მიმდინარეობს და ინოვაციური და ეფექტური ინიციატივების გამოვლენას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი OGP-ის ლოკალური პროგრამის წევრად 2020 წელს, ხონისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებთან ერთად აირჩიეს. მიღებული 112 განაცხადიდან, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, შესარჩევმა კომისიამ 56 წევრი აირჩია, რაც OGP-ის ისტორიაში თვითმმართველობების ჩართულობის ყველაზე მასშტაბური გაფართოება იყო.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 December, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 September, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 October, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...