სიახლეები

22 ოქტომბერი, 2021

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა OGP-ის დასავლეთ ბალკანეთის რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

1/2

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ქეთი ცანავამ 22 ოქტომბერს გამართულ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) დასავლეთ ბალკანეთის რეგიონულ შეხვედრაში (Wester Balkans Regional Meeting) მიიღო მონაწილეობა.

ქეთი ცანავამ შეხვედრის ფარგლებში OGP ადგილობრივი პროგრამის (OGP Local) თემატურ განხილვაზე პრეზენტაცია წარადგინა და შეხვედრის მონაწილეებს ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილება და მიღწევები გააცნო.

OGP საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, როგორც OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი ქვეყნის წარმომადგენელმა, იმ ძირითად მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც OGP-მ 2016 წელს ადგილობრივი პროგრამა დაიწყო და აღნიშნა, რომ პროგრამა ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების, კერძოდ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას ისახავს მიზნად, რაც საქართველოსთვის პრიორიტეტია.

ამასთან, ყურადღება გაამახვილდა OGP საქართველოს პროცესებში მუნიციპალიტეტების ჩართვის ეტაპებსა და ფორმებზე, მათ მიერ OGP-ის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე, OGP-ის ადგილობრივი პროგრამაში მონაწილეობის მნიშვნელობასა და პროგრამაში საქართველოს წარმატებულ მონაწილეობაზე. OGP საქართველოს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი, USAID-ის პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI) და UNDP საქართველოს მხარდაჭერის როლი ღია მმართველობის პროცესში საქართველოს მუნიციპალიტეტების ჩართულობის მიმართულებით.

სამდივნოს ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს - ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს OGP Impact Award-ზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და  ის ორი ვალდებულება გააცნო, რომლითაც მუნიციპალიტეტი აღნიშნულ კონკურსზე წარსდგა.

დასავლეთ ბალკანეთის რეგიონული შეხვედრა ყოველწლიურად იმართება და მის მიზანს რეგიონში OGP პროცესებისა და გამოწვევების მიმოხილვა, ასევე, სხვადასხვა მიმართულებით OGP-ის საერთაშორისო სამდივნოს სამომავლო გეგმების განსაზღვრა წარმოადგენს.

მუნიციპალიტეტების ღია მმართველობა საქართველოს პროცესში ჩართულობა OGP საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ნოვაციაა, ვინაიდან სწორედ აღნიშნულმა სამოქმედო გეგმამ ცალკე, დამოუკიდებელ კომპონენტად მოიაზრა 5 მუნიციპალიტეტის ვალდებულება. OGP საქართველოს სამდივნოს ძალისხმევით და USAID-ისა და UNDP-ის მხარდაჭერით, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა გაიზარდა და OGP საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში 11 მუნიციპალიტეტის ვალდებულება შევიდა.

2020 წელს ახალციხის, ოზურგეთისა და ხონის მუნიციპალიტეტებიღია მმართველობის პარტნიორობისლოკალური პროგრამის (OGP Local) წევრებად აირჩიეს.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...