სიახლეები

14 ივლისი, 2017

ფორუმის სამუშაო შეხვედრა

2017 წელს საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. როგორი იქნება თავმჯდომარე ქვეყნის ხედვა და პრიორიტეტები, რა სტრატეგიას გაატარებს „OGP“-ის თავმჯდომარეობის პერიოდში, რა ინიციატივებს წარადგენს და რა ღონისძიებებს განახორციელებს − ამ საკითხებზე დღეს „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის სამუშაო შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს. ღონისძიებას ფორუმის წევრი საჯარო უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

„ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შესახებ, რომელიც რამდენიმე თვის წინ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფორმატი საშუალებას იძლევა, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების აქტიური მონაწილეობით განისაზღვროს საქართველოს, როგორც „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტები და დაიგეგმოს კონკრეტული აქტივობები, რომელთაც ქვეყანა პარტნიორობის ფარგლებში განახორციელებს. უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფში არიან პარლამენტის წევრები; მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმის წინაშე 2016-2017 წლების ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულების ანგარიში წარადგინეს იუსტიციის სახლმა; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ; გარემოს ეროვნულმა სააგენტომ; საქართველოს უზენაესმა სასამართლომ; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ და კონკურენციის სააგენტომ.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...