იუსტიციის სამინისტროში ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი ეროვნულ დონეზე საკოორდინაციო-საკონსულტაციო მექანიზმია, რომელიც საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება. ამჟამად ფორუმი ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესშია. შეხვედრები რეგულარულია და იმართება ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს.
შეხვედრაზე ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ ფორუმს წარუდგინა სამოქმედო გეგმის არსებული ვერსია, რომლის ფარგლებშიც ათ სახელმწიფო უწყებას (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ იუსტიციის სახლი, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საჯარო სამსახურის ბიურო, საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწვალების ცენტრი) უკვე წარდგენილი აქვს ახალი ვალდებულებები 2014-2015 წლებისათვის. უახლოეს მომავალში სამოქმედო გეგმას დაემატება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის, საქართველოს პარლამენტისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვალდებულებები.
სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა ღია მმართველობა საქართველოს 2014 წლის საჯარო კონსულტაციების მიმდინარეობა და დაიგეგმა მომდევნო ეტაპები.
კონსულტაციები ამ დროისათვის გამართულია საქართველოს 11 ქალაქში და მიზნად ისახავს საზოგადოების მოსაზრებების შეკრებას, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ღია მმართველობა საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომ მთავრობა გახდეს კიდევ უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე.
ფორუმის მომდევნო სამუშაო შეხვედრა 7 მაისს გაიმართება.
+1
ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...
+4
6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...
სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...
+2
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...
შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...