იუსტიციის მინისტრი პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით წარდგა
7 მაისს იუსტიციის მინისტრი პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით წარდგა. თეა წულუკიანმა იურიდიული, ადამიანის უფლებათა, თავდაცვისა და საპროცედურო კომიტეტების წევრებს სამინისტროს მიერ განხორციელებულ და უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ევროკავშირთან ასოცირების პროცესს, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გაძლიერებასა და ამ სფეროს დეპოლიტიზაციისთვის გატარებულ რეფორმებს.
სიტყვით გამოსვლისას აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო ინფორმაციის თავისუფლების აქტზე მუშაობს. „უპრეცედენტო რეფორმები ჩატარდა და ჩვენი მთავრობის პირობებში საქართველო აღიარებულ იქნა როგორც ერთ-ერთი მაგალითი გამჭვირვალობისა, მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება კარგი მმართველობა არსებობდეს ქვეყანაში, და ამისი გამოძახილი იყო, როდესაც შარშან, აგვისტოში, საქართველო აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად. ეს თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს და მიზნად ისახავს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ეს არის, პირველ რიგში, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა სოფლად. ეს ვაქციეთ ჩვენ პრიორიტეტად და ეს გაგრძელდება. გაიხსნა 21-ე საზოგადოებრივი ცენტრი, გავაგრძელებთ ამგვარი სახლების გახსნას, რომლებიც კერძო და საჯარო სერვისებს ხელმისაწვდომს გახდის იმ სოფლებში, სადაც 2000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
+1
ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...
+4
6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...
სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...
+2
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...
შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...