სიახლეები

14 ივნისი, 2015

2015 წლის 3-4 ივნისს თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (Open Government Partnership - OGP) ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა

2 დღის განმავლობაში 30-მდე ქვეყნის წარმომადგენლები სამთავრობო უწყებებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ღია და გამჭვირვალე მმართველობის საკითხებზე ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ.

სპეციალურად კონფერენციისათვის საქართველოს ესტუმრნენ საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების გამარტივების დარგში ტიერი მანდონი; „OGP“-ის სამდივნოს დირექტორის მოადგილე ჯოზეფ პაუელი; აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, თურქეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, რუმინეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდის, მონტენეგროს, მალტის, იორდანიის, ირლანდიის, უნგრეთის, ჩეხეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის დელეგაციები.

კონფერენცია 3 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ სტუმრებმა საკონფერენციო სივრცის შოურუმები დაათვალიერეს, სადაც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა ექვსმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, მთავრობის ადმინისტრაციამ, საჯარო სამსახურის ბიურომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელექტრონული სერვისები წარმოადგინეს.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენციის ფარგლებში საქართველომ და საფრანგეთმა ღია მმართველობის თემებთან დაკავშირებით თანამშრომლობის დოკუმენტები გააფორმეს. ქართული მხრიდან დოკუმენტებს ხელი მოაწერა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ხოლო ფრანგული მხრიდან − საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების გამარტივების დარგში ტიერი მანდონმა.

თეა წულუკიანმა საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრს იუსტიციის სახლში უმასპინძლა. მინისტრმა სტუმარს იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკა გააცნო. მოგვიანებით მხარეები ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრნენ, სადაც თეა წულუკიანი საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრს საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციის შესახებ ესაუბრა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია 4 ივნისს დაიხურა.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...