ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში ონლაინ დისკუსია „ღია მმართველობა საქართველოში პანდემიის დროს“ გაიმართა
ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში დისკუსია „ღია მმართველობა საქართველოში პანდემიის დროს“ გაიმართა. კვირეული წელს პირველად იმართება ონლაინ და მისი თემაა OPEN RESPONSE + OPEN RECOVERY.
ონლაინ დისკუსია USAID-ის პროექტის, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ორგანიზებით მოეწყო და მასში მონაწილეობას იღებდნენ ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელი, ქეთი ცანავა, USAID/GGI-ის ხელმძღვანელი, ლევან სამადაშვილი და GGI-ის სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, მიხეილ დარჩიაშვილი.
დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის შედეგებთან დაკავშირებული გლობალური ტენდენციები, გამოწვევები და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები. ასევე ისაუბრეს პანდემიის პერიოდში ღია მმართველობის პარტნიორობის პლატფორმის მნიშვნელობასა და იმ მექანიზმებზე, რაც შეიძლება ეფექტურად იქნეს გამოყენებული როგორც პანდემიურ, ასევე პოსტ პანდემიურ პერიოდში.
ქეთი ცანავამ დეტალურად ისაუბრა ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს მონაწილეობაზე, აქამდე მიღწეულ შედეგებსა და წარმატებებზე. ასევე აღნიშნა ღია მმართველობის ფარგლებში განხორციელებული ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებმაც ქვეყანაში გააუმჯობესა სახელმწიფო სერვისების მიწოდება. ამ კუთხით ყურადღება გამახვილდა ელექტრონული სერვისების პორტალზე my.gov.ge, რომელიც ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავდა და განსაკუთრებით აქტუალური და მოქალაქეებისთვის საჭირო სწორედ პანდემიის პერიოდში გახდა. პორტალი დღეს უკვე 470-მდე ელექტრონულ სერვისს აერთიანებს.
ქეთი ცანავას თქმით, ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ დაიწყო ღია მმართველობის ახალი, რიგით მეხუთე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი, რაც პანდემიის გამო შეფერხდა. თუმცა, მისი განცხადებით, შეცვლილი პრიორიტეტების პირობებში, ახალი სამოქმედო გეგმა იქნება პირველი გეგმა, რომელიც უპასუხებს ახალ რეალობას, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და იქნება პანდემიის ე.წ. recovery ფაზასთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვის შემცველი დოკუმენტი.
ონლაინ დისკუსია GGI-სა და GIPA-ს მხარდაჭერით გაიმართა. დისკუსიის მსვლელობისას სტუდენტების მხრიდან არაერთი საინტერესო კითხვა გაჟღერდა.
ღია მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო სამდივნომ კამპანია „OPEN RESPONSE + OPEN RECOVERY” გლობალური პანდემიის პერიოდში წამოიწყო. კამპანია მიზნად ისახავს ერთიანი პლატფორმის შექმნას, სადაც OGP-ის წევრი ქვეყნები ერთმანეთს გაუზიარებენ პანდემიასთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას, წარმატებულ მაგალითებს, მექანიზმებსა და რესურსებს, რაც პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას, ინკლუზიურობასა და ანგარიშვალდებულებას.
+1
ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...
+4
6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...
სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...
+2
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...
შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...