სიახლეები

28 თებერვალი, 2017

ფორუმის სამუშაო შეხვედრა

28 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში „ღია მმართველობა − საქართველოს“ სამდივნომ (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ფორუმის წევრი საჯარო უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

სამდივნომ ფორუმს „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების თვითშეფასების საბოლოო ანგარიში წარუდგინა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს, ასევე, ახალი სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია და შესაბამისი სამომავლო ნაბიჯები.

ფორუმის თანამომხსენებელმა ზურაბ სანიკიძემ ისაუბრა „OGP“-ის სხვა წევრ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. ფორუმმა იმსჯელა საქართველოს, როგორც „OGP“-ის თანათავმჯდომარე ქვეყნის, სტრატეგიის შემუშავების პროცესის დაწყებაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები და იდეები ფორუმის წევრმა არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საჯარო უწყებებმა წარმოადგინეს.

მიმდინარე 2016-2017 წლების ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულების პროგრესის შესახებ ფორუმს ზეპირი ანგარიშები წარუდგინეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ „112“-მა.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...