სიახლეები

03 ივნისი, 2015

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების გამარტივების დარგში ტიერი მანდონმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დოკუმენტებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების გამარტივების დარგში ტიერი მანდონმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დოკუმენტებ. როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, დოკუმენტი სამ სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.

„ევროპული კონფერენციის ფარგლებში საქართველომ და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დოკუმენტებს სამ საკითხზე: სახელმწიფო სტრუქტურებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის შესახებ გამოცდილების გაზიარება, საზოგადოებრივი ცენტრები და სოფლად სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის სფერო და როგორ გამოვაქვეყნოთ ჩვენ ჩვენს ქვეყნებში სასამართლო გადაწყვეტილებები ისე, რომ პირადი მონაცემები იყოს დაცული. ამ სამ სფეროში ჩვენ შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ და ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის მმართველი კომიტეტის ორ წევრ ქვეყანას − საქართველოსა და საფრანგეთს, შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესახებ თანამშრომლობის წერილების ოფიციალურ გაცვლას და მთავრობის სახელით გამოთქვა მზადყოფნა, საქართველო აქტიურად ჩაერთოს ნებისმიერ ღონისძიებაში, რომელიც გამოცდილების გაზიარებას ემსახურება და ღია მმართველობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია საქართველოში დღეს, 3 ივნისს, გაიხსნა. სტუმრებსა და დელეგატებს მიესალმნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების გამარტივების დარგში ტიერი მანდონი, „OGP“-ის სამდივნოს დირექტორის მოადგილე ჯოზეფ პაუელი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

„OGP“-ის ევროპის რეგიონულ კონფერენციაში 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგატები − სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მონაწილეობენ. სპეციალურად კონფერენციისათვის საქართველოს ესტუმრნენ საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების გამარტივების დარგში, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, თურქეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, რუმინეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდის, მონტენეგროს, მალტის, იორდანიის, ირლანდიის, უნგრეთის, ჩეხეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის დელეგაციები. ისინი ერთმანეთს საკუთარ მიღწევებს უზიარებენ ღია მმართველობის კუთხით. საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, სტუმრებს საკუთარ შედეგებს აცნობს. საკონფერენციო სივრცეში წარმოდგენილია შოურუმები, სადაც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ექვსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მთავრობის ადმინისტრაცია, საჯარო სამსახურის ბიურო და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ ელექტრონულ სერვისებს.

ღია მმართველობის კუთხით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველომ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უკეთესი შედეგები აჩვენა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ რეგიონული კონფერენციის თბილისში ჩატარება საქართველოს, როგორც „OGP“-ის პარტნიორი ქვეყნის, წარმატების კიდევ ერთი აღიარებაა.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისათვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხით განისაზღვრება ქვეყნის წარმატება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...