„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენციის მონაწილეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ მიმართა
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენციის მონაწილეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მიმართა. ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე ისეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, როგორიც „ღია მმართველობის პარტნიორობაა“, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მისი თქმით, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კომპეტენტური სასამართლო ხელისუფლების დამკვიდრება და საზოგადოებრივი ნდობის გაღვივება უპირველესი ამოცანაა.
„სასამართლო სისტემამ უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი სამართალწარმოების დანერგვა. სასამართლო რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს, ვფიქრობ, წარმატებული იქნება ქართული მართლმსაჯულებისთვის. საამისოდ არსებობს რამდენიმე წინაპირობა“, − განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მართლმსაჯულების ევროპული სტანდარტის დამკვიდრების თანმხლებ სირთულეებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ სასამართლო კორპუსის მხარდაჭერითა და საზოგადოების მონაწილეობით „სასამართლო ხელისუფლება გახდება თითოეული ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი და დაიმსახურებს საზოგადოების მაღალ ნდობას“.
„აღნიშნულ მიზანს ემსახურება ჩვენი გააქტიურება და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფორმატში დღეს ჩვენი ყოფნა, ვფიქრობთ, კონსტრუქციული თანამშრომლობა სახელისუფლებო შტოებთან ერთად სასამართლოს მოუტანს წარმატებას“, − განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
+1
ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...
+4
6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...
სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...
+2
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...
შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...