სიახლეები

18 ნოემბერი, 2021

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ და ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა „ევროპის საბჭოს მონაწილეობითი დემოკრატიის აკადემიის“ გახსნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

1/2

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, რევაზ ჯაველიძემ და ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ქეთი ცანავამ, „ევროპის საბჭოს მონაწილეობითი დემოკრატიის აკადემიის“ გახსნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც 18 ნოემბერს, ონლაინ ფორმატში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ევროპის საბჭოსა და მის საქართველოს ოფისს ღონისძიების ორგანიზებისთვის, ასევე მონაწილეობითი დემოკრატიის ირგვლივ დიალოგის გააქტიურებისთვის მადლობა გადაუხადა და პროცესში მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

რევაზ ჯაველიძემ შეხვედრის მონაწილეებს მონაწილეობითი დემოკრატიის პრინციპების გაუმჯობესების მიმართულებით ქვეყნის მიერ გადადგმული ძირითადი ნაბიჯები და სამომავლო ხედვა გააცნო და მოკლედ მიმოიხილა ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც საქართველომ ღია მმართველობა საქართველოს ოთხი სამოქმედო გეგმის ფარგლებში განახორციელა.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა პოლიტიკის დაგეგმვის ახალ სტანდარტზე და მონაწილეობითი პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით ხაზი გაუსვა სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც პოლიტიკის დაგეგმვის ეტაპზე საჯარო კონსულტაციების სავალდებულოდ ჩატარების წესს განსაზღვრავს. რევაზ ჯაველიძემ ასევე ისაუბრა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნაზე, რომელიც პოლიტიკის ციკლის პროცესების ციფრულ სივრცეში გადატანით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საზოგადოებასთან კომუნიკაციის ხარისხს.

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ქეთი ცანავამ მიმოიხილა საჯარო კონსულტაციების გამართვის ძირითადი კომპონენტები, დეტალურად ისაუბრა პოლიტიკის შემუშავების ციკლში საჯარო კონსულტაციების გამართვის მნიშვნელობასა და ღია მმართველობის პროცესში თანამონაწილეობის პრინციპის სამართლებრივ და პოლიტიკურ საფუძვლებზე.

ამასთან, ქეთი ცანავამ შეხვედრის მონაწილეებს ღია მმართველობა საქართველოს ინსტიტუციური მოწყობისა და პარტნიორობაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც სამდივნოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საერთაშორისო სამდივნომ OGP-ის მონაწილეობისა და თანა-მონაწილეობის ახალი სტანდარტები (OGP Participation and Co-creation Standards) შეიმუშავა, რაც ასევე სრულად ეხმიანება ღია მმართველობა საქართველოს განახლებულ პროცესებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და როგორც მონაწილეების, ასევე მოდერატორების მხრიდან, ღია მმართველობა საქართველოს პროცესებზე არაერთი საინტერესო კითხვა გაჟღერდა.

ევროპის საბჭოს მონაწილეობითი დემოკრატიის აკადემია ევროპის საბჭოს პროექტის მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში ფარგლებში, ევროპის საბჭოს დემოკრატიის დირექტორატის (DG II) ორგანიზებით, 18-19 ნოემბერს დისტანციურად იმართება.

აკადემია განკუთვნილია ადგილობრივი, რეგიონული განვითარებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის საკითხებში ჩართული საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. ღონისძიება ეთმობა სამოქალაქო ჩართულობის არსებული პრაქტიკის, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული მექანიზმების განხილვას.

პროექტი მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციასთან და საქართველოს  სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობით ხორციელდება.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...