საქართველომ კანადას „OGP“-ის თავმჯდომარეობა გადააბარა
საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ („OGP“) თავმჯდომარეობა კანადას გადააბარა. კანადა „OGP“-ის პლატფორმას 1 წლით უხელმძღვანელებს, სამოქალაქო სექტორის მხრიდან თანათავმჯდომარე კი ნათანიელ ჰელერი იქნება, რომელიც ორგანიზაცია „Integrated Strategies, Results for Development”-ის ვიცე-პრეზიდენტია.
ჩვენმა ქვეყანამ „OGP“-ის 76 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარეობა 2017 წელს ერთი წლის ვადით საფრანგეთისაგან გადმოიბარა. წელს საქართველო 17-19 ივლისს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალურ სამიტს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით მასპინძლობდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი რანგის საერთაშორისო პარტნიორობას ხელმძღვანელობდა.
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ რიგითი წევრი იყო, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად კი, თავის ისტორიაში პირველად გახდა 76 სახელმწიფოსგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა.
ცნობისთვის: 2014 წელს საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს - აღმასრულებელ კომიტეტში ჩვენი ქვეყანა იუსტიციის მინისტრმა წარადგინა; „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დასახელდა.
2015 წლის 3 ივნისს თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა. საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა.
2016 წელს საქართველო საფრანგეთთან ერთად „OGP“-ის თანათავმჯდომარე ქვეყანა გახდა. 2017 წელს კი, საქართველომ საფრანგეთისგან პლატფორმის თავმჯდომარეობა გადმოიბარა. „OGP”-ის საქართველო მუკელანი დიმბასთან (Head of Development, International School for Transparency) ერთად თანათავმჯდომარეობდა. „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც „OGP“-ის შეუერთდა.

+1
20 დეკემბერი, 2023
ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...
+4
07 სექტემბერი, 2023
6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...
სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...
+2
12 ოქტომბერი, 2022
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...
შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...