სიახლეები

07 ნოემბერი, 2014

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მერვე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მერვე სამუშაო შეხვედრა გაიმართა 7 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროში. შეხვედრას ფორუმის წევრი პასუხისმგებელი უწყებები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი ეროვნულ დონეზე საკოორდინაციო-საკონსულტაციო მექანიზმია, რომელიც საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება.

ფორუმის ფარგლებში შემუშავდა „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც მთავრობამ 18 სექტემბრის N557 დადგენილებით დაამტკიცა. სამოქმედო გეგმის შემუშავების შემდგომ ფორუმის ამოცანათა შორისაა ეროვნულ დონეზე სამოქმედო გეგმის შესრულების ხელშეწყობა, პროცესის მონიტორინგი, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ღია მმართველობის პარტნიორობის სხვა პროცესების კოორდინაცია.

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ ფორუმს კომენტარებისთვის წარუდგინა სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმის სამუშაო ვარიანტი. ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ ისაუბრა, OGP-ის გამოცდილების გაზიარების და მხარდაჭერის ქვეკომიტეტში საქართველოს მონაწილეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფორუმს წარუდგინა ინფორმაცია უწყების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროგრესთან დაკავშირებით. ფორუმმა ასევე იმსჯელა ღია მმართველობა საქართველოს ცნობიერების ამაღლების კამპანიის შესახებ, რომელიც USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროექტის (G3) ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ხორციელდება. შეხვედრის დასასრულს, IDFI-ს წარმომადგენელმა ფორუმს წარუდგინა ინფორმაცია 2014 წლის ბოლომდე განსახორციელებელი ვალდებულებების შესრულების პროგრესის შესახებ.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...