სიახლეები

06 დეკემბერი, 2021

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს მონაწილეობითი დემოკრატიის ზამთრის სკოლის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

1/2

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ქეთი ცანავამ ევროპის საბჭოს (CoE) მონაწილეობითი დემოკრატიის ზამთრის საერთაშორისო სკოლის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების დღის წესრიგი კარგი მმართველობის პრინციპების, პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის, საჯარო კონსულტაციების საკითხებისა და სამოქალაქო ჩართულობის ინოვაციური მექანიზმების განხილვას დაეთმო. გახსნით ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას იღებდა ევროპის საბჭოს სტრასბურგის ოფისის პროგრამის უფროსი მრჩეველი, კორნელია პერლე.

შეხვედრაზე ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა OGP საქართველოს პროცესებზე ისაუბრა და ამ კუთხით ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობაზე გაამახვილა.

ქეთი ცანავამ დეტალურად ისაუბრა პოლიტიკის შემუშავების ციკლში საჯარო კონსულტაციების გამართვის მნიშვნელობასა და ღია მმართველობის პროცესში თანამონაწილეობის პრინციპის სამართლებრივ და პოლიტიკურ საფუძვლებზე. მან შეხვედრის მონაწილეებს ამ მიმართულებით ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები გააცნო, რაც პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ჩართულობას უკვე ინსტიტუციურ ჩარჩოებში აქცევს.

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა OGP საბჭოსა და ფორუმის განახლებულ სტრუქტურაზე და აღნიშნა, რომ OGP საბჭოს ახალი ფორმატი, რომელიც არასამთავრობოებსა და სახელმწიფო უწყებებს ღია მმართველობის დღის წესრიგის შემუშავების პროცესში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება, რათა შემდგომი ნაბიჯები დაინტერსებულ მხარეთა აქტიური თანამონაწილეობით დაიგეგმოს. ამასთან, მისი თქმით, OGP საბჭოს ახალი ფორმატის ეფექტურობა სწორედ ღია მმართველობა საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შემოწმდება, ეს პროცესი კი უკვე დაწყებულია.

ზამთრის სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიის დირექტორატის (DG II) პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში 6-10 დეკემბერს იმართება და სამოქალაქო ჩართულობის საკითხებსა და ევროპის საბჭოს სტანდარტებზე ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ზამთრის სკოლაში საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, ბოსნია ჰერცოგოვინასა და ალბანეთის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...