სიახლეები

04 აგვისტო, 2014

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის სამეთვალყურეო კომიტეტის წევრია

დღეს ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი ორგანოს არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი. ღია მმართველობის წევრმა ქვეყნებმა საქართველო სამეთვალყურეო კომიტეტის წევრად 2 წლის ვადით აირჩიეს. კომიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.

წელს პირველად კომიტეტი არჩევნების გზით დაკომპლექტდა. 8 ქვეყნის წარმომადგენლები, ხმების რაოდენობის შესაბამისად, 3, 2 და 1 წლის ვადით აირჩიეს. არჩევნებში 64 ქვეყნიდან პარტნიორობის 58-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა.

ღია მმართველობის პარტნიორობის განახლებული მმართველი ორგანო მუშაობას 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან შეუდგება. სამეთვალყურეო კომიტეტის ახალარჩეული წევრების პირველი შეხვედრა სექტემბრის ბოლოს ნიუ იორკში შედგება.

საქართველომ სამეთვალყურეო კომიტეტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატურა 2014 წლის 13 ივნისს წარადგინა.

სამეთვალყურეო კომიტეტის ფუნქციებს შორისაა ღია მმართველობის პარტნიორობის სტრატეგიული მართვა, საქმიანობის დაგეგმვა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა. კომიტეტის შემადგენლობაში შედის 11 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი. ცალკე კვოტა აქვს გამოყოფილი სამოქალაქო საზოგადოებას.

ღია მმართველობის პარტნიორობა მსოფლიო ინიციატივაა, რომელიც 64 ქვეყანას აერთიანებს. მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მთავრობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა. საქართველო პარტნიორობას 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა.
facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...