სიახლეები

07 მაისი, 2015

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა 7 მაისს იუსტიციის სამინისტროში. მას ფორუმის წევრი პასუხისმგებელი უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს „USAID“-ისა და „USAID“-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) წარმომადგენლებმა.

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ ფორუმს წარუდგინა ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 2014 წლის მონიტორინგის შემაჯამებელი შედეგები, რომელიც სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პასუხისმგებელი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ფორუმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებების ანალიზის საფუძველზე მომზადდა.

ფორუმმა მოისმინა სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“, ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ ანგარიშები ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ.

სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ წარმომადგენელმა საარჩევნო პროცესების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ“ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის გაფართოებისა და მასში კონკურსის ელექტრონული მოდულის ინტეგრირების სამუშაო პროცესი მიმოიხილა. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა კი ფორუმს გააცნო საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით განხორციელებული აქტივობები.

ფორუმმა კიდევ ერთხელ იმსჯელა 2015 წლის ღია მმართველობის ჯილდოს კონკურსზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ. მიმდინარე წელს საკონკურსო თემაა სახელმწიფო სერვისების განვითარება, რაც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიერ გამჭვირვალე მმართველობის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად არის მიჩნეული. ფორუმის წევრებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც, მათი მოსაზრებით, კონკურსზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს წარმატებულ შედეგს მოუტანს.

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ ფორუმს მიაწოდა ინფორმაცია „OGP“-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრის შესახებ, რომელიც 2015 წლის 21-23 აპრილს მეხიკოში გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მონაწილეობდა. ის სიტყვით წარდგა მმართველი კომიტეტის წინაშე და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. თეა წულუკიანმა მმართველი კომიტეტის წევრებს გააცნო ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე საზოგადოებრივი ცენტრების განვითარებასა და ელექტრონული მმართველობების დანერგვას ეხება.

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ, ასევე, ისაუბრა „OGP“-ის მკვლევრის საქართველოში ვიზიტის შესახებ. პარტნიორობამ წევრი ქვეყნების ინოვაციური პრაქტიკის ანალიზისთვის შეარჩია რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, საქართველო. კვლევის მიზანია, შესწავლილ იქნეს ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შემდეგი ვალდებულებების შემუშავების პროცესი და შესრულება.

შეხვედრის ბოლოს ღონისძიების მონაწილეებმა 3-4 ივნისს საქართველოში დაგეგმილი „OGP“-ის რეგიონული ღონისძიების შინაარსობრივ ნაწილსა და საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.
facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...