საქართველოს დელეგაციამ იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით „OGP“-ის სამიტში მონაწილეობა მიიღო
2013 წლის 31 ოქტომბერს და პირველ ნოემბერს ქ. ლონდონში გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის ყოველწლიური სამიტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 61 ქვეყნის 1000-ზე მეტმა დელეგატმა, მათ შორის სამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა.
ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ქალბატონმა თეა წულუკიანმა. ღონისძიების ფარგლებში დელეგატებმა ერთმანეთს გააცნეს უკანასკნელი წლის განმავლობაში ხელისუფლების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდის კუთხით მიღწეული შედეგები. ღონისძიებაზე თითოეულმა ქვეყანამ დაასახელა ერთი ახალი, ამბიციური ვალდებულება, რომლის ასახვასაც მოახდენდა თავის განახლებულ სამოქმედო გეგმაში. იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ამბიციურ ვალდებულებად სამიტის ფარგლებში დასახელებულ იქნა ღია მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, რაც კიდევ უფრო გაზრდის მთავრობის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.
სამიტის ფარგლებში გაიმართა კონკურსი “Bright Spots”, რომელიც მიზნად ისახავდა იმ ინოვაციური და წარმატებული პროექტების გამოვლენას, რომლებიც ემსახურებიან მთავრობის ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გზით მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას.
კონკურსის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ შვიდ წარმატებულ პროექტს შორის დასახელდა საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონულად გამოთხოვის კუთხით განხორციელებული რეფორმა. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მთავრობასთან თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად დასახელდა, მას რეკომენდაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გაუწია.
საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ინფორმაციის თავისუფლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში, რომლის მიზანია ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების ჩამოყალიბებისა და შესრულების ხელშეწყობა, არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის დახვეწაში დახმარების გაწევა. იუსტიციის მინისტრმა სამიტის მონაწილეებს გააცნო ინფორმაციის თავისუფლების სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები. საქართველო ასევე შეუერთდა საკანონმდებლო ღიაობისა და მონაცემთა ღიაობის სამუშაო ჯგუფებს.
ღია მმართველობის პარტნიორობის ყოველწლიური სამიტი პირველ ნოემბერს, შემაჯამებელი პლენარული სხდომით დაიხურა.
+1
ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...
+4
6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...
სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...
+2
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...
შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...