„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა
26 დეკემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მრგვალი მაგიდა − ღია მმართველობის პარტნიორობის 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა − გაიმართა.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ღია მმართველობის პარტნიორობის 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი განიხილეს, რომელიც ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ პასუხისმგებელი უწყებებისაგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მათთან კონსულტაციების გზით მოამზადა. განხილულ იქნა 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებიც.
მრგვალ მაგიდაზე მოწვეულმა თითოეულმა სახელმწიფო უწყებამ ერთი ახალი ვალდებულება წარადგინა, რომელთა ასახვაც საჭიროდ მიიჩნიეს ღია მმართველობის პარტნიორობის ახალ სამოქმედო გეგმაში.
ღონისძიების მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმის წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი წინადადებები წარედგინათ ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საჯარო კონსულტაციებისა და სხვა საჭირო ღონისძიებების შესახებ.
მრგვალი მაგიდის ორგანიზებაში ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს მხარს უჭერს „USAID“-ის პროგრამა „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.
“ღია მმართველობის პარტნიორობა” ბრაზილიისა და აშშ-ს პრეზიდენტების მიერ არის ინიცირებული. მისი მიზანია საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოს ხელისუფლებების გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ეფექტიანობა.
+1
ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...
+4
6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...
სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...
+2
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...
შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...