სიახლეები

16 თებერვალი, 2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშის წარდგენა

"ღია მმართველობა პარტნიორობის“ ეროვნულ სამოქმედო გეგმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშსა და სამომავლო გეგმების შესახებ, საკრებულოს ბიუროს პრეზენტაცია აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ წარუდგინა.

საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი „ღია მმართველობა პარტნიორობის" სამოქმედო გეგმას შეუერთდა და ხუთი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულიდან ერთ-ერთია, რომელმაც გამჭვირვალობისა და საჯარო ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა აიღო. სწორედ, შესრულებული ვალდებულებები აისახა OGP-ის 2017 წლის შედეგებში.

«ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სამოქმედო გეგმით გაწერილი N23 ვალდებულება, რომელიც საკრებულოს სხდომებისა და ანგარიშების პროცესის გამჭვირვალობას მოიცავს, სრულად შეასრულა. ამის წინაპირობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მათ შორის: ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრთან თანამშრომლობით განხორციელებულმა პროექტებმა შექმნა. თუმცა წინ ახალი გამოწვევებია. საქართველოს მთავრობა, როგორც OGP -ის წამყვან თანათავმჯდომარის სტატუსში, მეტი გარდამავალი რეფორმის განხორციელებას გეგმავს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშეც ახალი ვალდებულებები ჩნდება. მათ შორის არის ელექტრონულ პეტიციების, ელექტრონული გზამკვლევის დანერგვა, საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრების უფრო ქმედითი ფუნქციონირება. ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ვიმედოვნებთ, მალე საკრებულო ახალ ნოვაციებს დანერგავს „ - აღნიშნა ნანა თავდუმაძემ.

მანვე ბიუროს წევრებს 2018 წლის 17-19 ივლისს, თბილისში დაგეგმილი გლობალური სამიტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, სადაც მონაწილეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოც მიიღებს.

2017 წლის 19 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი ერთი წლით გადააბარა. საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად გახდა 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე. ის ამ ფუნქციას ერთი წლის განმავლობაში შეასრულებს.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...