სიახლეები

26 სექტემბერი, 2014

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „OGP“-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „OGP“-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედმა წევრებმა მათ მიერ გაწეული საქმიანობის, გამოცდილებისა და სამომავლო ინიციატივების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო „OGP“-ის 2015-2018 წლების სტრატეგია, რომლის განხორციელებაზეც ახალი მმართველი კომიტეტი იქნება პასუხისმგებელი.

იუსტიციის მინისტრმა მმართველი კომიტეტის მოქმედ და ახალ წევრებს „OGP“-ის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, საქართველო დაწინაურებული ქვეყანაა ბევრი მიმართულებით, რაც, პირველ რიგში, სახელმწიფო სტრუქტურების ანგარიშვალდებულებას, ღიაობას, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება.

ღია მმართველობის წევრმა ქვეყნებმა საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად 2 წლის ვადით აირჩიეს განსაკუთრებული მიღწევებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის. წელს პირველად კომიტეტი არჩევნების გზით დაკომპლექტდა. ღია მმართველობის პარტნიორობის განახლებული მმართველი ორგანო მუშაობას 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან შეუდგება.

მმართველი კომიტეტის ფუნქციაა ღია მმართველობის პარტნიორობის სტრატეგიული მართვა, საქმიანობის დაგეგმვა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან 11 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები; ცალკე კვოტა აქვს გამოყოფილი სამოქალაქო საზოგადოებას.

ნიუ-იორკში 24 სექტემბერს „OGP“-ის მესამე საიუბილეო სამიტი გაერო-ს ასამბლეის პარალელურად ჩატარდა. „OGP“-ის წევრი ქვეყნების მეთაურთა უმაღლესი დონის შეხვერას გაერო-ს შტაბ-ბინამ უმასპინძლა. საქართველო ამ შეხვედრაზე პირველად წარდგა როგორც მმართველი კომიტეტის წევრი. მმართველ კომიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.

მაღალი დონის შეხვედრაზე სამიტის მონაწილეებს „OGP“-ის 64 წევრი ქვეყნიდან 9 ქვეყნის მეთაურებმა, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მიმართეს.
მთავრობამ უკვე დაამტკიცა ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა. გეგმა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის ფარგლებში შემუშავდა საქართველოს 15 ქალაქში გამართული საჯარო კონსულტაციების შედეგად. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია 27 ვალდებულება.
facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...