ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ადგილობრივი პროგრამა (OGP Local) ახალი წევრების მიღებას აცხადებს
ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა OGP ადგილობრივი პროგრამის (OGP Local) გაგრძელებას, რომელიც პარტნიორობის წევრი ქვეყნების მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობებს აერთიანებს.
პარტნიორობის მმართველმა კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს პროგრამაში მონაწილე მუნიციპალიტეტების რაოდენობის გაზრდას 50-მდე ახალი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გაწევრიანებით.
OGP Local პროგრამის წევრები შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას. აგრეთვე, წვდომა ექნებათ სხვადასხვა სასწავლო პლატფორმაზე, რომელიც მათ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. გარდა ამისა, პროგრამა წევრებს სთავაზობს: გაცნობით შეხვედრებსა და სპეციალურ სასწავლო მოდულებს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის; მენტორობის პროგრამებს; თემატურ სამუშაო შეხვედრებს; ღია მმართველობის კუთხით მიღწევების OGP-ის საკომუნიკაციო არხების საშუალებით გავრცელებას; მსოფლიოს მასშტაბით ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობასა და ცოდნის გაცვლის შესაძლებლობას; OGP-ის საერთაშორისო სამდივნოს მხარდაჭერას ღია მმართველობის საკითხებზე მუშაობის პროცესში.
ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ საკონსულტაციო შეხვედრა გამართა პროცესში ჩართულ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და დაინტერესების შემთხვევაში აპლიკაციის შევსების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ღია მმართველობის პარტნიორობამ (OGP) პროგრამას OGP Local საფუძველი 2016 წელს ჩაუყარა. აღნიშნულ პროგრამაში 2016 წელსვე ჩაერთო და დღემდე აქტიურად მონაწილეობს თბილისის მერია. დედაქალაქი პირველ 15 თვითმმართველ ქალაქს შორის მოხვდა, რომელიც მსოფლიოს 45 მონაწილე კანდიდატიდან შეირჩა. ამ ეტაპზე პროგრამა OGP Local 20 ადგილობრივი თვითმმართველობის წევრს აერთიანებს.
დღემდე OGP Local-ის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა არაერთი ინიციატივა უთანასწორობის აღმოფხვრის, მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვის, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის ხელშეწყობის კუთხით.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც OGP-ს 2011 წელს შეუერთდა.
+1
ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...
+4
6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...
სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...
+2
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...
შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...