სიახლეები

05 მარტი, 2014

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ფორუმი ღია მმართველობა საქართველოს საკოორდინაციო-საკონსულტაციო მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ღია მმართველობა საქართველოს რიგით მეორე სამოქმედო გეგმის შემუშავება.

ფორუმი საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება, შეხვედრები რეგულარულია და იმართება ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს.

სამუშაო შეხვედრაზე ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ ფორუმს წარუდგინა სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია, რომლის ფარგლებშიც შვიდ სახელმწიფო უწყებას (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ იუსტიციის სახლი, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საჯარო სამსახურის ბიურო, საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური) უკვე წარდგენილი აქვს ახალი ვალდებულებები 2014-2015 წლებისათვის.

ფორუმს შეუერთდნენ და ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტო, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და თბილისის სააპელაციო სასამართლო. აღნიშნულმა უწყებებმა ისაუბრეს იმ ვალდებულებების შესახებ, რაც საჭიროდ მიაჩნით ჩაიდოს ღია მმართველობა საქართველოს ახალ სამოქმედო გეგმაში.

ფორუმის შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გასამართი საჯარო კონსულტაციების შესახებ, რათა საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნოს სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიას და შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდოს საჯარო დაწესებულებებს გეგმის შემდგომი განვითარების მიზნით. შეხვედრაზე განხილულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივად შემუშავებული რეკომენდაციები საჯარო კონსულტაციების გამართვის თაობაზე.

შეხვედრის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის უშუალო მონაწილეობით დაიგეგმა ღია მმართველობა საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები.

მანამდე კი, გრძელდება ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება ფორუმის ახალ წევრ სახელმწიფო უწყებებთან ერთად. მოქალაქეებს კი შესაძლებლობა აქვთ ღია მმართველობა საქართველოს ფორუმს მიაწოდონ თავიანთი ხედვა და იდეები, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ მთავრობა გახდეს კიდევ უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე.

ღია მმართველობის პარტნიორობის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის გაზრდა. ღია მმართველობის პარტნიორობას საქართველო 2011 წლის 20 სექტემბერს შეუერთდა.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...