ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
3 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროში ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი ეროვნულ დონეზე საკოორდინაციო-საკონსულტაციო მექანიზმია, რომელიც საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება. ფორუმის ფარგლებში შემუშავდა „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც მთავრობამ 18 სექტემბრის N557 დადგენილებით დაამტკიცა. სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდგომ ფორუმი აგრძელებს ეროვნულ დონეზე სამოქმედო გეგმის შესრულების ხელშეწყობას, პროცესის მონიტორინგს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ღია მმართველობის პარტნიორობის სხვა პროცესების კოორდინაციას.
შეხვედრაზე ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ ფორუმს დეტალური ინფორმაცია გააცნო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ იორკში „OGP“-ის მესამე საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრისა და მმართველი კომიტეტის სხდომის შესახებ. მაღალი დონის შეხვედრაზე სამიტის მონაწილეებს „OGP“-ის 65 წევრი ქვეყნიდან 9 ქვეყნის მეთაურებმა, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მიმართეს. მმართველი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობას იუსტიციის მინისტრი წარმოადგენდა. ფორუმის წევრებმა ისაუბრეს დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებებისა და საქართველოს მონაწილეობის შესახებ „OGP“-ის სამუშაო ჯგუფებსა და ქვეკომიტეტებში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ციკლი და მონიტორიგნის მექანიზმები. სამოქმედო გეგმის შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმის (IRM) მუშაობის სტრუქტურის შესახებ ისაუბრა ლაშა გოგიძემ, „OGP“-ის IRM მკვლევარმა საქართველოში. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ღია მმართველობა საქართველოს ცნობიერების ამაღლების კამპანია და მასთან დაკავშირებული მომდევნო ეტაპები.

+1
20 დეკემბერი, 2023
ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...
+4
07 სექტემბერი, 2023
6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...
სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...
+2
12 ოქტომბერი, 2022
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...
შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...