სიახლეები

05 თებერვალი, 2014

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

5 თებერვალს იუსტიციის სამინისტროში „ღია მმართველობა საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების, აგრეთვე, ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმის მთავარი მიზანი საქართველოს ახალი − 2014-2015 წლების − სამოქმედო გეგმის შემუშავებაა, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობას“ 2014 წლის 15 ივნისს წარედგინება. მასზე მუშაობა „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს და პროცესში საჯარო დაწესებულებებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი და აკადემიური წრეებიც არიან ჩართულნი.

შეხვედრაზე ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საჯარო კონსულტაციების დაგეგმვის შესახებ იმსჯელეს, რათა საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნოს სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიას და შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს საჯარო დაწესებულებებს გეგმის შემდგომი განვითარების შესახებ.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership) 2011 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფის ინიციატივით ამოქმედდა. მისი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის გაზრდა. OGP-ის ფარგლებში განისაზღვრა ხუთი ძირითადი გამოწვევა: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა, ბიზნესის პასუხისმგებლობის გაზრდა. „ღია მმართველობის პარტნიორობას“ საქართველო 2011 წლის 20 სექტემბერს შეუერთდა.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...