ღია მმართველობა საქართველოს 2014 წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მეცხრე, 2014 წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა 3 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროში. შეხვედრას ფორუმის წევრი პასუხისმგებელი უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
ფორუმი შეთანხმდა გეგმის შესრულების მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმზე, რომლის სამუშაო ვერსია ფორუმის მერვე შეხვედრაზე იქნა განხილული.
სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ფორუმს მიაწოდეს ინფორმაცია 2014 წლის ბოლომდე განსახორციელებელი ვალდებულებების შესრულების პროგრესის შესახებ. ამავე თემაზე ფორუმს დამოუკიდებელი შეფასება წარუდგინა IDFI-ს წარმომადგენელმა. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით გატარებული ღონისძიებებისა და მათი საჭიროების შესახებ ისაუბრა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა.
შეხვედრის დასასრულს ფორუმმა შეაჯამა 2014 წლის საქმიანობა, ღია მმართველობა საქართველოს მიღწევები როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე და შემდეგი შეხვედრის თემატიკა განსაზღვრა.
ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი ეროვნულ დონეზე საკოორდინაციო-საკონსულტაციო მექანიზმია, რომელიც საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება. ფორუმის ფარგლებში შემუშავდა „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც მთავრობამ 18 სექტემბრის N557 დადგენილებით დაამტკიცა. სამოქმედო გეგმის შემუშავების შემდგომ ფორუმის ამოცანათა შორისაა ეროვნულ დონეზე სამოქმედო გეგმის შესრულების ხელშეწყობა, პროცესის მონიტორინგი, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ღია მმართველობის პარტნიორობის სხვა პროცესების კოორდინაცია.
2014 წლის დასაწყისიდან დღემდე, ფორუმის მიღწევებს შორისაა საქართველოს მასშტაბით საჯარო კონსულტაციების გამართვა, ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს საქართველო პარტნიორმა ქვეყნებმა ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს. ფორუმი საერთაშორისო დონეზე OGP-ის ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმის წარმატებულ მაგალითად იქცა.

+1
20 დეკემბერი, 2023
ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...
+4
07 სექტემბერი, 2023
6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...
სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...
+2
12 ოქტომბერი, 2022
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...
შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...