სიახლეები

29 აპრილი, 2014

იუსტიციის სამინისტროში „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის რიგით მეხუთე (ad hoc) სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის რიგით მეხუთე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ღია მმართველობის ფარგლებში ახალი ვალდებულებების აღების საკითხების განხილვას დაეთმო. ღონისძიების მონაწილეებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებები და მოსაზრებები მოისმინეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტი განიხილეს და  იმ ვერსიაზე შეთანხმდნენ, რომელიც ღია მმართველობის პარტნირობის სამდივნოს წარედგინება. შეჯერებულ დოკუმენტს ფორუმი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად განიხილავს, რის შემდეგაც  გეგმის საბოლოო ვერსიას ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს წარუდგენს. 

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი ეროვნულ დონეზე საკოორდინაციო-საკონსულტაციო მექანიზმია, რომელიც საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება. ამჟამად ფორუმი „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესშია. შეხვედრები რეგულარულია და ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს იმართება. 

საქართველო, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყანა, ვალდებულია, საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიის წარდგენამდე  შემდგომი კომენტარებისა და რეკომენდაციებისათვის  პარტნიორობის სამდივნოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი 2014 წლის 1 მაისამდე მიაწოდოს.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...