სიახლეები

25 სექტემბერი, 2014

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ში გამართულ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

,,ღია მმართველობა - საქართველოს“ მეორე ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ასახული ინიციატივებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროში გამართულ ღონისძიებაზე. მან მადლობა გადაუხადა ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) გამოჩენილი ნდობისთვის – საქართველოს მთავრობა შემდგომი ორი წლით OGP–ის საკოორდინაციო კომიტეტის წევრი გახდა.

„ჩვენი მიზანია, გავხდეთ კიდევ უფრო ღია ჩვენი მოქალაქეებისათვის, მეტად ანგარიშვალდებული მათ წინაშე და უფრო მეტი და ფართო უფლებამოსილება მივანიჭოთ მათ. ჩვენს ქვეყანას აქვს ყველაზე ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებასა და სახელმწიფო მომსახურების მიწოდებას,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილზე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...