სიახლეები

18 ოქტომბერი, 2021

საქართველომ OGP-ის ჯილდოს მოსაპოვებლად განაცხადი წარადგინა

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) დაარსებიდან 10 წლის აღსანიშნავად, OGP საერთაშორისო სამდივნო ორგანიზებას უწევს კამპანიას „Open Government Awards“, რომლის მიზანი 2012-2018 წლებში OGP-ის სამოქმედო გეგმების ფარგლებში განხორციელებული წევრი ქვეყნების საუკეთესო ვალდებულებების გამოვლენაა.

კამპანიის ფარგლებში, ხმის მიცემის საშუალებით, საზოგადოებას საშუალება აქვს OGP-ის ოთხივე რეგიონიდან აირჩიოს თითო ვალდებულება, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებაზე ან/და აუმჯობესებს დემოკრატიის ხარისხს.

საქართველოს მხრიდან კამპანიისთვის წარდგენილია ვალდებულება - „საჯარო ფინანსების ზედამხედველობის (საჯარო აუდიტის) პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა - Budget Monitor“, რომელმაც უკვე არაერთი ჯილდო მოიპოვა, OGP-ის შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმის (IRM) მიერ დადებითად შეფასდა და საერთაშორისო დონეზე ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. პორტალი USAID/GGI-ის მხარდაჭერით შეიქმნა.

ვალდებულებისთვის ხმის მიცემის პროცესი 2021 წლის 18 ოქტომბერს დაიწყო და 22 ოქტომბერს დასრულდება. მითითებულ ბმულზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია ხმა მისცეს საქართველოს და კამპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცნოს.

OGP Impact Awards-ის გამარჯვებული OGP-ის ყოველწლიურ გლობალურ სამიტზე დასახელდება, რომელიც კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ სეულში, 2021 წლის 15-17 დეკემბერს გაიმართება.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...