„ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის რიგით მეთხუთმეტე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
„ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმმა მეთხუთმეტე სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ფორუმის წევრი პასუხისმგებელი უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სამდივნომ (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) „ღია მმართველობა საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიშის პროექტი წარადგინა. დოკუმენტი აღწერს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას 2015 წლის ივნისის მდგომარეობით.
ფორუმმა დეტალურად განიხილა "ღია მმართველობა საქართველოს" 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმით აღებული 27 ვალდებულების შესრულების მდგომარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. ფორუმმა ერთობლივი მსჯელობის შედეგად განსაზღვრა თითოეული ვალდებულების შესრულების რეიტინგი. სამოქმედო გეგმით აღებული 27 ვალდებულებიდან სრულად შესრულებულია ცხრა, უმეტესწილად შესრულდა თერთმეტი, ხოლო ნაწილობრივ − შვიდი ვალდებულება. სამოქმედო გეგმაში არ არის არცერთი ვალდებულება, რომელიც არ შესრულდა. სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადა 2015 წლის დეკემბრის ბოლოს იწურება.
ანგარიში პასუხისმგებელი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით გამართული განხილვების საფუძველზე მომზადდა.
სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიშის პროექტი გამოქვეყნებულია საჯარო კომენტარებისთვის. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა "ღია მმართველობა საქართველოს" სამდივნოს მიაწოდოს კომენტარები/შენიშვნები ღია მმართველობა საქართველოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: ogpgeorgia@justice.gov.ge 2015 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით.
სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიშის საბოლოო ვერსია „ღია მმართველობის პარტნიორობას“ 2015 წლის 30 სექტემბერს წარედგინება.
აღსანიშნავია, რომ ფორუმის მე-15 სამუშაო შეხვედრა „USAID“-ის პროექტის − „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში“ − მხარდაჭერით გაიმართა.
+1
ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...
+4
6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...
სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...
+2
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...
შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...