ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
სასტუმრო „ვერე პალასში“ ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თინათინ ხიდაშელი ესწრებოდნენ.
ღია მმართველობის ფორუმის გაფართოებულ შეხვედრაზე ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის პროექტი წარადგინა, ფორუმის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი − სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რომელთა საფუძველზეც სამოქმედო გეგმის საბოლოო სახე იქნება ფორმირებული.
შეხვედრის მეორე ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს დაეთმო, რომელმაც ელექტრონული პეტიციების პორტალის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა, დასკვნით ნაწილზე კი ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებები განიხილეს.
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, უნდა ჩამოყალიბდეს 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტი.
„საინფორმაციო პორტალები უნდა იყოს ღია საქართველოს მოსახლეობისათვის, თითოეული პირისათვის, ვინც ამას მოისურვებს. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს, დაახლოებით, 10 პრიორიტეტს, რომელთა რეალიზაციისთვისაც უნდა განხორციელდეს მუშაობა ამ ორი წლის განმავლობაში“, − განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
შეხვედრის მონაწილეებმა ეროვნულ დონეზე ღია მმართველობა საქართველოს ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განსაზღვრეს.
+1
ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...
+4
6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...
სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...
+2
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...
შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...