სიახლეები

22 იანვარი, 2015

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა დღეს იუსტიციის სამინისტროში. შეხვედრას ფორუმის წევრი პასუხისმგებელი უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

2015 წლის ფორუმის პირველი შეხვედრა ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებათა პროგრესის მონიტორინგის შედეგების განხილვას დაეთმო. ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) შეიმუშავა გეგმის შესრულების მონიტორინგის განახლებული მეთოდოლოგია, რომელიც ფორუმმა 2014 წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განიხილა და მიიღო.

ფორუმის წევრებმა მოისმინეს საჯარო სამსახურის ბიუროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები. საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელმა საჯარო სამსახურში მიღების გამჭვირვალე და მიუკერძოებელი წესების შემუშავებაზე, ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის განვითარებასა და დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შესახებ ისაუბრა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება კი პოლიტიკური პარტიების ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნების საკითხებს დაეთმო.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს, აგრეთვე, ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების იდეის შესახებ; განიხილეს ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ღია მმართველობის პარტნიორობის საკითხებზე და დაგეგმეს სამომავლო ნაბიჯები ამ მიმართულებით.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...