სიახლეები

03 დეკემბერი, 2021

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების, ღია მმართველობის პარტნიორობისა და ორჰუსის კონვენციის შესახებ ცოდნის გაზიარების სესიაში მიიღო მონაწილეობა

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ქეთი ცანავამ გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების, ღია მმართველობის  პარტნიორობისა (OGP) და ორჰუსის კონვენციის შესახებ, ცოდნის გაზიარების სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიება ასევე გახსნეს საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელმა ელენ ვიჰმანმა, ვესტმინსტერის დემოკრატიული ფონდის პროგრამის მენეჯერმა, ენდრიუ პარკინსონმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

სამუშაო შეხვედრაზე OGP საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა ღია მმართველობა საქართველოს პროცესებზე, სამომავლო გეგმებსა და OGP-ის ფარგლებში გარესმოდაცვითი მიმართულებით წარმატებით განხორციელებულ ვალდებულებებზე ისაუბრა.

ქეთი ცანავამ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა, რომ ამ ეტაპზე ღია მმართველობა საქართველოს რიგით მეხუთე, 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი დაწყებულია. OGP საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და წარადგინონ ის ინიციატივები და იდეები, რაც სურთ, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით ახალ სამოქმედო გეგმაში ვალდებულების სახით აისახოს.

სამუშაო შეხვედრაზე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და მისი მთავარი პრინციპების შესახებ იმსჯელეს, სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო  მაგალითები და გარემოსდაცვით დემოკრატიასა და ღია მმართველობის პარტნიორობას შორის ურთიერთკავშირის საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი, ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. ფონდის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის გამართვა გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმის განსაზღვრას ისახავდა მიზნად.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...