სიახლეები

04 აპრილი, 2017

ფორუმის შეხვედრა OGP-ის წარმომადგენლებთან

2017 წლის წლის 3-5 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, როგორც ღია მმართველობა საქართველოს მაკოორდინირებელმა უწყებამ, უმასპინძლა ღია მმართველობის პარტნიორობის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ბ-ნ ჯო პაუელს და პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მიმართულების დირექტორს, ბ-ნ პოლ მაასენს.

OGP-ის წარმომადგენლების ვიზიტის მთავარი მიზანი იყო მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად განეხილათ საქართველოს, როგორც პარტნიორობის თავმჯდომარის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები; ასევე, ღია მმართველობის უკვე დასრულებული და მიმდინარე რეფორმები. გარდა ამისა, სტუმრებმა ქართულ მხარეს პარტნიორობის წინა თავმჯდომარეებთან თანამშრომლობისას დაგროვილი გამოცდილებაც გაუზიარეს.

4 აპრილს სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ღია მმართველობა საქართველოს ფორუმთან, რომელიც მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის მუდმივმოქმედი მექანიზმია და პარტნიორობის მიერ საუკეთესო პრაქტიკად განიხილება. ფორუმის წევრმა სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ერთობლივად განიხილეს საქართველოს გეგმები პარტნიორობის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით.

ღონისძიების ორგანიზებაში იუსტიციის სამინისტროს მხარდამჭერი იყო USAID-ის პროექტი “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში”

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...