შეხვედრა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან
„ღია მმართველობა − საქართველოს“ სამდივნომ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა „USAID“-ის კარგი მმართველობის პროექტის (Good Governance Initiative - GGI) მხარდაჭერით გაიმართა.
მუნიციპალიტეტები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამოქმედო გეგმაში წელს პირველად ჩაერთვნენ და კონკრეტული ვალდებულებებიც აიღეს, რომლებიც 2 გამოწვევას − საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლებასა და საჯარო რესურსების უკეთეს მართვას − პასუხობს.
სამდივნომ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (Open Government Partnership - OGP) და მისი მნიშვნელობის შესახებ როგორც გლობალურ, ისე ეროვნულ დონეზე. სამდივნოს წარმომადგენლებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს, როგორც „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტული მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
სტუმრებმა დეტალური მოხსენებები წარმოადგინეს „OGP“-ის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროგრესის შესახებ.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამოქმედო გეგმაში 5 მუნიციპალიტეტი მონაწილეობს. მათ კონკრეტულ ვალდებულებები აიღეს. კერძოდ, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ვებგვერდზე პეტიციების ელექტრონული პორტალი და „ზუგდიდი-INFO“ დაინერგება; ოზურგეთის საკრებულო სხდომების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს; ქალაქ ქუთაისის, ქალაქ ბათუმის, ქალაქ ახალციხისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები კი, ბიუჯეტებს ელექტრონულად დაგეგმავენ.
+1
ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...
+4
6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...
სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...
+2
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...
შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...