სიახლეები

08 მაისი, 2014

იუსტიციის მინისტრი ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონულ შეხვედრაში მონაწილეობს

8-9 მაისს დუბლინში ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონული შეხვედრა ტარდება, რომელშიც ევროპის რეგიონის წევრი ქვეყნების სამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიების ფარგლებში დელეგატები ერთმანეთს გააცნობენ ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მიღწეულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს.

საქართველოს დელეგაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. 

იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლა დაგეგმილია პირველი დღის გახსნით პლენარულ სხდომაზე. იგი ირლანდიის სახელმწიფო ხარჯებისა და რეფორმების მინისტრთან ერთად ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იქნება და საქართველოს ხელისუფლების მიერ ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრებს. მინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს გამოცდილებას გაუზიარებს, დელეგატებს მიაწვდის ინფორმაციას სამოქალაქო და ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციების, რეფორმების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის შესახებ, გააცნობს მათ ელექტრონული მმართველობის წარმატებულ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებს.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე გახსნითი სიტყვით მიმართავს ინფორმაციის თავისუფლების სამუშაო ჯგუფს და შეხვედრის მონაწილეებს გააცნობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოს უკანასკნელი პერიოდის მიღწევებსა და არსებულ მდგომარეობას, წარუდგენს მათ ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტის მიმდინარე რეფორმასა და სამომავლო გეგმებს.

გაერო-ს განვითარების პროგრამის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მიწვევით ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი რუსუდან მიხელიძე ღია მონაცემების შესახებ სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვა და წარადგენს საქართველოს როგორც ელექტრონულ მმართველობასა და ღია მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებში ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითს.

9 მაისის სესიაზე, აგრეთვე, დაგეგმილია რუსუდან მიხელიძის გამოსვლა საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის პროექტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, გეგმის შემუშავების პროცესსა და სამომავლო ნაბიჯებზე.

ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონული შეხვედრა 9 მაისს შემაჯამებელი სხდომით დაიხურება. 

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...