სიახლეები

14 აპრილი, 2014

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

სასტუმრო „რედისონში“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ესწრებოდა საბჭოს წევრი უწყებების, კერძოდ, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელები.

შეხვედრის განხილვის მთავარი თემა ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტის შემუშავების პროცესი და საჯარო სამსახურის რეფორმა იყო.

 

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ საბჭოს წევრებს წარუდგინა ღია მმართველობა საქართველოს 2014 წლის საჯარო კონსულტაციების ანგარიში. შეხვედრები საქართველოს მასშტაბით 2014 წლის 15 მარტს დაიწყო და ამ ეტაპზეც გრძელდება. შეხვედრების მიზანია საზოგადოებისთვის ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის პროექტის გაცნობა, მასთან დაკავშირებით მოსაზრებების შეკრება და ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. სამდივნომ საბჭოს წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის საქმიანობის შესახებ.

 

ანტიკორუფციული საბჭოს მდივანმა, რუსუდან მიხელიძემ სხდომის მონაწილეებს წარუდგინა ანტიკორუფციული საბჭოს 2013 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში. საბჭოს წევრებმა ასევე ისაუბრეს ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებისა და 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...