სიახლეები

14 იანვარი, 2016

„ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის მეთექვსმეტე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის მეთექვსმეტე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ფორუმის წევრი საჯარო უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

„ღია მმართველობა საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის მოქმედება 2015 წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდა. შესაბამისად, ფორუმის შეხვედრაზე გეგმის თითოეულმა პასუხისმგებელმა უწყებამ გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა შეაჯამა. ფორუმმა იმსჯელა იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა, სამომავლოდ სამოქმედო გეგმაში აისახოს.

„ღია მმართველობა საქართველოს“ სამდივნომ ფორუმს დეტალური ინსტრუქცია წარუდგინა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცედურების დაცვით უნდა შემუშავდეს „ღია მმართველობა საქართველოს“ ახალი − მესამე სამოქმედო გეგმა. ფორუმი შეთანხმდა, რომ „ღია მმართველობა საქართველოს“ სამდივნო გაწერს ახალი გეგმის შემუშავებისთვის საჭირო ეტაპებსა და ვადებს, რაც ფორუმს განსახილველად და შემდგომში დასამტკიცებლად წარედგინება.

საქართველომ „ღია მმართველობა საქართველოს“ მესამე სამოქმედო გეგმა „ღია მმართველობის პარტნიორობას“ 2016 წლის ივნისის ბოლოს უნდა წარუდგინოს.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...