სიახლეები

22 აპრილი, 2015

იუსტიციის სამინისტროში ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის სპეციალური სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის სპეციალური სამუშაო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრას ფორუმის წევრი პასუხისმგებელი უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ „USAID“-ისა და პროექტ „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ (GGI) წარმომადგენლები.

ფორუმის შეხვედრა სრულად დაეთმო ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულების − ელექტრონული პეტიციების პორტალის (I-change.ge) − შექმნის შესახებ მსჯელობას.

მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც პორტალის შექმნაზე პასუხისმგებელმა უწყებამ, ფორუმს აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით განხორციელებული სამუშაო პროცესის შესახებ დეტალური ანგარიში, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმა წარუდგინა.

ფორუმმა იმსჯელა პორტალის შექმნის მიზნით დღემდე განხორციელებული სამუშაოებისა და მომზადებული დოკუმენტების შესახებ და მთავრობის ადმინისტრაციას თავისი რეკომენდაციები მიაწოდა.

ელექტრონული პეტიციების პორტალის დანერგვა 2015 წლის ბოლომდე იგეგმება.

ელექტრონული პეტიციების გამოყენებით შესაძლებელი იქნება მოქალაქის მიერ ელექტრონული პეტიციის ინიცირება საქართველოს მთავრობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...